in

WhatsApp-ის ახალი ფუნქცია ჯგუფურ მუშაობას გაამარტივებს

ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ადასტურებს თავად კომპანია

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატება. თუმცა ჯერჯერობით ამას არ ადასტურებს თავად კომპანია. მახასიათებელი ძალიან ჰგავს ე. წ. “ჯგუფების ჯგუფს” — მაგალითად, ადმინისტრატორებს შეუძლიათ, სტუდენტების საერთო სივრცე შექმნან, შემდეგ კი თითოეულ გუნდს ინდივიდუალური ჯგუფი ექნება.

ეს გარკვეულწილად Discord-ის აპლიკაციასაც მოგვაგონებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, შეუერთდნენ სერვერს, სადაც ბევრ სხვადასხვა არხს ნახავენ, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ საკითხებს ეთმობა. WhatsApp-ში ადმინისტრატორებს შეეძლებათ, აკონტროლონ ეს “საზოგადოებები” და მათში გასაწევრიანებლად სხვებისთვის ბმულების გაზიარება გამოიყენონ.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, ახალი მახასიათებელი დამუშავების პროცესშია და ბეტა ვერსიის სახით არის ხელმისაწვდომი. თუმცა, შესაძლოა, გამოშვებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს, ან სულაც აღარ გააქტიურდეს.

საგულისხმოა, რომ WhatsApp-ის კონკურენტები, მაგალითად, Telegram, ასევე ფოკუსირებულია ჯგუფებზე — მათი გამოყენება შეიძლება კერძო კონტროლირებად სოციალურ ქსელებში, კონკრეტული რაოდენობის ადამიანებისთვის ინფორმაციის გადასაცემად.

გიყვართ, John Lewis-ის საშობაო რეკლამები? – ესეც წლევანდელი ვიდეორგოლის ვრცელი ვერსია!

„სიმდიდრე სარგებლობაშია და არა საკუთრებაში“- თიბისი ლიზინგი