in

WhatsApp კონკურენტებს ახალი ფუნქციებით პასუხობს

M2

ამჯერად WhatsApp-ის სამიზნე Telegram და Discord გახლავთ, ამიტომაც მომხმარებლებს გაუმჯობესებულ შეტყობინებებისა და ზარების გამოცდილებას სთავაზობს. შესაბამისად, განახლება ჩატებსაც შეეხო, ზარებსაც და არხებსაც…

აღსანიშნავი Online-ის ინდიკატორი გახლავთ, რომელიც ჯგუფის ჩატის თავზე გამოჩნდება და გაჩვენებთ, რამდენი ადამიანია ონლაინ. აქვე შეგხვდებათ ფუნქცია, რომელიც კონკრეტულ შეტყობინებებზე ხაზგასმის შესაძლებლობას მოგცემთ — ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლიათ, აირჩიოთ პარამეტრებიდან Notify for, შემდეგ კი Highlights, რათა შეზღუდოთ შეტყობინებები, მაგალითად, მონიშვნებისა და პასუხის გაცემის დროს ან სულაც შეგიძლიათ All მიუთითოთ და ყველა შეტყობინება მიიღოთ. 

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია iPhone-ზე დოკუმენტების სკანირებისა და გაგზავნის შესაძლებლობას გთავაზობთ. წვდომის მისაღებად კი უბრალოდ Scan document უნდა აირჩიოთ, შემდგომ ნაბიჯებს კი ეტაპობრივად მიჰყვეთ. ამასთან, iPhone-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, ახლა პირდაპირ WhatsApp-იდან დარეკონ.

რაც შეეხება ვიდეოზარებს, მეტ სანდოობასა და მაღალ ხარისხს გვთავაზობენ, რითაც WhatsApp-ით საუბრის გამოცდილებაც უმჯობესდება. 

ხოლო, თუ აქამდე პლატფორმა ივენთების მხოლოდ ჯგუფურ ჩატებში შექმნის საშუალებას იძლეოდა, ახლა ეს უკანასკნელი ერთი-ერთზე საუბრების დროსაც შესაძლებელი გახდება. ამასთან, ივენთების ფუნქციას Maybe-ის ვარიანტი დაემატება, დასრულების დრო და დაპინვაც, რათა უფრო მარტივად იპოვოთ. 

დაბოლოს, Channels-ში WhatsApp სამ განახლებას გვთავაზობს: ადმინებს მოკლე ვიდეოების ჩაწერა და მიმდევრებთან გაზიარება შეეძლებათ, ამასთან, უნიკალური QR კოდის გავრცელებაც, რითაც პირდაპირ თავიანთ არხს დაუკავშირდებიან. მეტიც, უკვე ამ არხებიდან ხმოვანი ჩანაწერების წერილობითი შეჯამებაც შეგიძლიათ, მიიღოთ და საუბრის თემას მალევე დაეწიოთ…

დააგროვე შენი მიზნებისთვის – თიბისის ანაბრების კამპანია

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა