in

WhatsApp-მა ჯგუფური ჩატებისთვის ახალი ფუნქციები ჩაუშვა

ამგვარად, ჯგუფურ ჩატებში უკვე წევრების დათაგვას, ტექსტებით სტიკერების შექმნას და ღონისძიებების შემახსენებელი შეტყობინებების გაგზავნას შეძლებთ. უფრო ზუსტად, თაგები ჯგუფში შეგიძლიათ იმისთვის გამოიყენოთ, რომ სხვებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენზე, იქნება ეს ანას მამა თუ მეკარე. რაც შეეხება სტიკერებს, ნებისმიერი სიტყვის სტიკერად გადაქცევაა შესაძლებელი, უბრალოდ Sticker Search-ში ტექსტის აკრეფვით. ამასთან, ახლად შექმნილი სტიკერების თქვენს ნაკრებში შენახვა და შემდგომში გამოყენებაც შეგეძლებათ. 

მესამე სიახლე კი ღონისძიებების შეხსენებაა — როცა ჯგუფში რაღაც ღონისძიებას შექმნით, შეგიძლიათ მოწვეულთათვის შემახსენებელი შეტყობინებები დააყენოთ და ყველა საქმის კურსში ამყოფოთ ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევაც არ დახარჯოთ.

WhatsApp-ის ახალი ფუნქციები ჯგუფურ ჩატებში 2GB მოცულობის ფაილების გაზიარებას, HD მედიის გაგზავნის, ეკრანის გაზიარებისა და ხმოვანი ჩატების შესაძლებლობას დაემატა. ეს ყველაფერი კი საერთო გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

ნახეთ სუპერნოვას ვიდეო, რომელიც 25-წლიან ისტორიას ასახავს

„ვორტექს ფიტნესში” ვარჯიში მომგებიანი ხდება