in

WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და მეწილემ Phubber-ში ინვესტიცია ჩადო

WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და მეწილემ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის „ონლაინ“ პლატფორმა Phubber-ში ინვესტიცია ჩადო. როგორც თავად ამბობენ, ეს სიახლე კომპანიას სართაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

Phubber 2019 წელს „გაეშვა“ და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი „ონლაინ“ მაღაზიაა. ამ პერიოდში, ჩვენ მიერ მოზიდული თანხები 1 მილიონ ლარს აღწევს. კომპანიის საწყისი კაპიტალი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გრანტი, 500 სტარტაპის აქსელერატორის ფარგლებში მიღებული „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია იყო. ახლა კი, WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და ასევე მეწილემ იუჟინ ფუქსმანმა განახორციელა „ფაბერში“ ინვესტიცია. ინვესტორი სტარტაპით მაშინ დაინტერესდა, როდესაც სტარტაპის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი „სილიქონ ველიში“ იმყოფებოდა. იუჟინ ფუქსმანი იყო WhatsApp-ის N6 თანამშრომელი და 6 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა მესიჯინგის ინფრასტრუქტურას. მას შემდეგ, რაც WhatsApp Facebook-მა იყიდა, ამ მიმართულებას უკვე Facebook-ში ხელმძღვანელობდა. 2018 წლის შემდეგ იუჟინ ფუქსმანი „ენჯელ“ ინვესტორია, რომელიც სხვადასხვა კომპანიებში ახორციელებს ინვესტიციებს. ამავდროულად, აქვს Fooksman Family Foundation, რომლითაც აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა“.

Phubber-ის დამფუძნებლები – ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი

Phubber-ის წარმომადგენლების თქმით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვთ, მაგრამ სტარტაპის მიზანი საერთაშორისო კომპანიად ჩამოყალიბებაა. მათი თქმით, მთავარი ამოცანა, ახლა, რეგიონის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ათვისებაა, სადაც დაახლოებით, 25 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის მოძიებას გეგმავენ.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ინვესტორის გამოცდილება, როგორც ტექნიკური, ისე ბიზნესის მართვის კუთხით. და რა თქმა უნდა, ის კონტაქტები, რომელიც მას ამერიკაში, „სილიკონ ველიზე“ აქვს“.

„ფაბერი“, ასევე, მსოფლიო უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა. ეს კი მათი თქმით, ნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი“ კომპანიაში ინვესტიციას გაზრდის და ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი, არის თუ არა „ფაბერი“ ის სტარტაპი, რომელიც მომავალ წელს, აქსელერატორის ფარგლებში, უკვე მეორედ, „სილიკონ ველის“ ეწვევა.

კლინიკა „ნეო-ნეო“, სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქალებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს

ისთ ფოინთი 5 წლისაა