მართალია, ამ ფუნქციაზე წვდომა ანდროიდის მომხმარებლებმა 6 თვით ადრე მიიღეს, მაგრამ WhatsApp ახლა უკვე iOS-ის მომხმარებლებს სთავაზობს პასკოდის ვერიფიკაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, დაემშვიდობონ ერთჯერად პასკოდებს, რომელთაც SMS-ის სახით იღებდნენ. შემდგომ კი უკვე WhatsApp-ში შესვლა პასკოდის ვერიფიკაციით შეეძლებათ თუნდაც სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით, ბიომეტრიული მონაცემებით ან Apple-ში შენახული PIN-ის გამოყენებით.
პასკოდები დიდად ართულებს მავნე განზრახვის მქონე ადამიანების ცხოვრებას — ასე უკვე აღარ შეუძლიათ დისტანციურად თქვენს ტელეფონში შესვლა, რადგანაც ამისთვის ფიზიკური წვდომაა საჭირო. ამასთან, პასკოდები სახელისა და პაროლების გამოყენების საჭიროებასაც გაცილებთ თავიდან, რითაც კვლავ ფიშინგს უშლის ხელს.
WhatsApp-ს მომხმარებლებს პასკოდის ვერიფიკაციის გააქტიურება აპლიკაციის პარამეტრებიდან შეუძლიათ, სადაც ჯერ Account უნდა მოძებნონ, შემდეგ Passkeys და ვერიფიკაციის სასურველი მეთოდი დააყენონ.
„პასკოდით ვერიფიკაცია WhatsApp-ში შესვლას გაამარტივებს და მეტად უსაფრთხოს გახდის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამას აპლიკაციაში ვუშვებთ და მომხმარებლებს დამატებით უსაფრთხიებას ვთავაზობთ“, — აცხადებს ალის ნიუტონ-რექსი, WhatsApp-დან.