11
Dec
2019

სმარტფონის მილიონობით მომხმარებელი WhatsApp-ით ვეღარ ისარგებლებს

11 Dec 2019

Alta
Alta


31 დეკემბრიდან, Windows Mobile-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის მომხმარებლები WhatsApp-ით ვეღარ ისარგებლებენ. იგივე გავრცელდება 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან iPhone-ის იმ მოწყობილობებზეც, რომლებიც 2013 წლამდე გამოვიდა და iOS 8-ზე, ან მასზე ძველ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება იმ სმარტფონებსაც, რომლებიც Android-ის ოპერაციული სისტემის  2.3.7 ვერსიას იყენებს. (თუმცა, ასეთი სმარტფონი ბოლოს 9 წლის წინ გამოვიდა).

WhatsApp-ის ცნობით, ის აღარაა ზემოხსენებული ოპერაციული სისტემებისთვის გამოსადეგი აპლიკაცია და მითითებული თარიღიდან, მისი ფუნქციების გამოყენებას ვეღარ შეძლებს ამ ოპერაციული სისტემების მილიონობით მომხმარებელი. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ახალი ექაუნთების შექმნა მათი მოწყობილობების გამოყენებით. აღნიშნული გადაწყვეტილების უკან მომხმარებლებისთვის უფრო თანამედროვე სერვისების შეთავაზების ამბიცია დგას.

მესენჯერი WhatsApp 2009 წელს შეიქმნა, ხოლო 2014 წელს ის Facebook-მა იყიდა. 2015 წლიდან, WhatsApp ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მესენჯერად მიიჩნევა. 2019 წლის მონაცემებით კი, მას 1.6 მილიარდამდე მომხმარებელი იყენებს.

განხილვა