in

WhatsApp 2025 წლიდან iPhone-ის ძველ მოდელებზე აღარ იმუშავებს

თუ ჯერ კიდევ იყენებთ iPhone 6-ს თქვენს მეგობრებთან WhatsApp-ით საკომუნიკაციოდ, რაღაც უნდა მოიფიქროთ… განაცხადეს, რომ iPhones-ების ძველ მოდელებში 2025 წლის 5 მაისიდან WhatsApp-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ. ეს ცვლილება კი უფრო კონკრეტულად იმ მოდელებზე იმოქმედებს, რომლებიც iOS 15.1-ამდე არსებულ ვერსიებს იყენებს, მათ შორისაა iPhone 5s, iPhone 6 და iPhone 6 Plus. 

თუმცა მომხმარებლებისთვის პროცესი რომ გაამარტივონ, WhatsApp მათ ჩატების ისტორიის iCloud-ზე შენახვას ურჩევს. შესაბამისად, როცა Apple-ის უფრო ახალ მოდელზე გადაერთვებიან, აპლიკაციის Chat Transfer-ის ფუნქციით მარტივად მიიღებენ წვდომას ძველ შეტყობინებებზე.

რაც შეეხება ანდროიდის მომხმარებლებს, სიახლე ამ შემთხვევაში მათზე არ აისახება — Android მოწყობილობები, რომლებიც 5.0 ან უფრო ახალი ვერსიით მუშაობს, აპლიკაციის მხარდაჭერას გააგრძელებს…

როგორ გახდა მატჩა პოპულარული TikTok-ის დახმარებით

რა კავშირია თქვენი ხელის თითების სიგრძესა და დალევის ჩვევას შორის