in

ამიერიდან WhatsApp-ის ჯგუფურ ზარში ჩართვას მოგვიანებითაც შეძლებთ!

ახალი ფუნქცია საკმაოდ კომფორტულია მომხმარებლებისთვის

veon
veon

WhatsApp-მა თავის პლატფორმაზე დარეკვის ახალი ფუნქცია დანერგა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაშიფრულ ვიდეო ზარს მისი დაწყების შემდეგაც შეუერთდეთ.

ამ დრომდე აპლიკაციაში ჯგუფური ზარის ჩართვა მხოლოდ მისი დაწყებისას შეიძლებოდა – რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირველადი შეტყობინება გამოტოვეთ, ზარს ვეღარ შეუერთდებოდით. ახლა კი შეძლებთ, თუნდაც დროებით დატოვოთ შეხვედრა და შემდეგ ისევ ჩაერთოთ.

როგორც WhatsApp ამბობს “ახალი ფუნქცია მომხმარებლებს ეხმარება, პირველადი შემომავალი ზარის მაშინვე პასუხის ტვირთი მოიხსნან. ამ შემთხვევაში პერსონალური საუბრების სპონტანურობა ჯგუფურ ზარში საჭირო არ არის”. 

გარდა აღნიშნული სიახლისა, აპლიკაციას სატელეფონო ინფორმაციის ახალი ეკრანი აქვს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, ვინ არის უკვე ზარში ჩართული და ვინ არის მოწვეული. ამასთან, ზარების ახალ ჩანართს “იგნორირების” ღილაკიც აქვს, თუ მოგვიანებით გსურთ საუბარში ჩართვა.

ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მხოლოდ რვა მონაწილეს შეუძლია ჯგუფურ ზარში ერთდროულად ჩართვა.

ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს იმის წარმოდგენა შეუძლია, რაც არასდროს უნახავს

RC Cola-მ საკუთარ თავს აჯობა! და წელსაც, დამსახურებულად ირგებს ყველაზე უცნაური რეკლამის მქონეს სტატუსს