in

მალე კონტაქტების შენახვას WhatsApp-ის აპლიკაციაშივე შეძლებთ

WhatsApp-მა ახალი ფუნქციის შესახებ განაცხადა, რომელიც მომხმარებლებს კონტაქტების აპლიკაციაში შენახვის საშუალებას მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონიც რომ დაკარგოთ ან ახალი მოწყობილობა თქვენს ნომერს დაუკავშიროთ, ყველა კონტაქტის ნახვას მოახერხებთ, რომელსაც მანამდე WhatsApp-ში შეინახავთ. 

აქამდე კი აპლიკაცია მხოლოდ ტელეფონის კონტაქტების სიას ეყრდნობოდა — თუ ვინმე უცხო პირი მოგწერდათ აპლიკაციაში და მათი მონაცემების შენახვა დაგჭირდებოდათ, ეს ინფორმაციები მოწყობილობაში უნდა დაგემახსოვრებინათ… ახალი ფუნქცია მალე ჩაეშვება და თქვენი WhatsApp-ის კონტაქტებს უკვე ნებისმიერი მოწყობილობიდან გახდის ხელმისაწვდომს. თუმცა შეგეძლებათ ფუნქციის გააქტიურებით WhatsApp-ის კონტაქტები თქვენს ტელეფონში ავტომატურად დაიმახსოვროთ. 

ფიქრობენ, რომ ეს საკმაოდ გამოსადეგი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირადი და ბიზნესკონტაქტების განცალკევება გსურთ. ხოლო, თუ კონკრეტულ მოწყობილობას თქვენ გარდა სხვა ადამიანიც იყენებს, ასე საკუთარი კონტაქტების სიის შენარჩუნებას მოახერხებთ, რადგან იგი მხოლოდ თქვენს ნომერთან იქნება დაკავშირებული.

მეტიც, აპლიკაციამ Identity Proof Linked Storage (IPLS) განავითარა, რაც კონტაქტების დაცულად შენახვის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, ნომრები სახელებითაც შეგიძლიათ, შეინახოთ — სახელები აპლიკაციაში მეტ კონფიდენციალურობას გვთავაზობს, ამგვარად, როცა ვიღაცას შეტყობინებას უგზავნით, ტელეფონის ნომრის გაზიარება არ დაგჭირდებათ.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა

თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამას იწყებს