in

ამიერიდან WhatsApp მიღებულ შეტყობინებებს სასურველ ენაზე გითარგმნით

WhatsApp მომხმარებლებს მიღებული შეტყობინებების სასურველ ენაზე თარგმნის შესაძლებლობას სთავაზობს. ამისთვის, უბრალოდ მოსულ შეტყობინებაზე უნდა დააკლიკოთ და Translate აირჩიოთ სასურველი ენის მისათითებლად. ფუნქციის გამოყენებას როგორც ერთი-ერთზე, ისე ჯგუფურ ჩატებსა და არხებში შეძლებთ. 

ანდროიდის მომხმარებლებს ავტომატური თარგმნის ფუნქციის ჩართვა შეუძლიათ მთლიანი ჩატისთვის, რათა ყველა შემომავალი შეტყობინება სასურველ ენაზე ნახონ და ამაში ზედმეტი დრო აღარ დახარჯონ. შეტყობინებები დაშიფრული იქნება, შესაბამისად, არც კონფიდენციალურობის საკითხზე უნდა იდარდონ. მათთან ერთად კი ფუნქციაზე წვდომას iOS-ის მომხმარებლებიც მიიღებენ.

ოღონდ თუ ანდროიდის მომხმარებლებს 6 ენაზე შეუძლიათ თარგმნა, მათ შორის ინგლისურზე, ესპანურზე, ჰინდიზე, პირტუგალიურზე, რუსულსა და არაბულზე, iPhone-ის მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ და ჩამონათვალი მოიცავს ისეთ ენებს, როგორებიცაა არაბული, შვედური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჰინდი, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, კორეული, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური, რუსული, ესპანური, ტაილანდური, თურქული, უკრაინული და ვიეტნამური.

3 მილიარდი მომხმარებლით 180-ზე მეტ ქვეყანაში, ვმუშაობთ, რათა ჩვენი მომხმარებლები უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებიან ისინი. თუმცა ვიაზრებთ, რომ ზოგჯერ ენა ბარიერი შეიძლება იყოს, რაღაცების გასაკეთებლად ან გრძნობების შესაბამისად გადმოსაცემად. სწორედ ამიტომ ვართ შეტყობინებების თარგმნის ფუნქციის WhatsApp-ზე დამატებით აღფრთოვანებულნი.

თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის აპირებს WhatsApp შეტყობინებების თარგმნის ფუნქციის ვებზე, Windows-სა თუ Mac-ის აპლიკაციებში დამატებას…

როგორ მოქმედებს თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება დამსაქმებლებზე უარყოფითად?

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს – ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან