დიახ, Whatsapp საკუთარ თავთან საუბრის საშუალებას გაძლევთ და ამისთვის სპეციალურ ფუნქციას უშვებს. მსგავსად, ინფორმაცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს, თანაც, იგი თქვენი სხვა WhatsApp საუბრების გვერდით იქნება მოთავსებული.
Meta Message Yourself-ის ახალ ფუნქციას უახლოეს კვირებში ყველა Android და iPhone მომხმარებლისთვის გახდის ხელმისაწვდომს. ხოლო, როცა ისინი ახალ ჩატს შექმნიან, კონტაქტების სიის ზედა ნაწილში საკუთარ თავსაც დაინახავენ.
მართალია, Whatsapp-ისთვის ეს სიახლეა, მაგრამ, ალბათ, თქვენც ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვინც ამ ფუნქციას სხვა პლატფორმებზე იყენებდა. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ Slack-ის Jot Something Down და Telegram-ის Saved Messages, ან WhatsApp-ის კონკურენტი Signal-ის Note to Self, რაც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ შეტყობინებები პირადი გამოყენებისთვის. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ WhatsApp ამ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია, რადგან ყოველ ჯერზე საკუთარი კონტაქტის ძებნა არ გიწევთ…