21
Jan
2019

WhatsApp მესიჯის გაგზავნის წესებს ამკაცრებს – UPDATE

21 Jan 2019

veon
veon


WhatsApp-მა ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, ჩატში ერთი და იმავე მესიჯის გადაგზავნის რაოდენობა შეზღუდა. აქამდე, მომხმარებელს ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინების 20-ჯერ გაგზავნის უფლება თუ ჰქონდა, ახლა, ამის ცდა მხოლოდ 5-ჯერ შეუძლია – ინფორმაციას  ამის შესახებ, BBC ავრცელებს. კომპანიამ, რომელიც ფეისბუკს ეკუთვნის, გამკაცრებული წესები, ინდონეზიის ბაზრისთვის, ჯაკარტაში, ღონისძიებაზე, ჯერ კიდევ 6 თვის წინ წარადგინა. როგორც WhatsApp-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ახლო კონტაქტებს შორის, კერძო, არაოფიციალური მესიჯების დაცულობას შეუწყობს ხელს.

1 კვირის წინ კი, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ WhatsApp, სულ მალე, პიროვნების ნამდვილობის დასადგენად, Android-ზე თითის ანაბეჭდს გამოიყენებდა.

განხილვა