in

WhatsApp Meta AI-ის ვიჯეტს ქმნის

როგორც აღმოჩნდა, WhatsApp ახალ ვიჯეტზე მუშაობს, რომელიც Meta AI-ის პირდაპირ თქვენს მთავარ ეკრანზე მოათავსებს და გადაიღებს ფოტოებს მყისიერი AI ანალიზისთვის.
იგი WhatsApp beta 2.25.1.27-ში გვხვდება და ორ პრაქტიკულ ფუნქციას გვთავაზობს — შეგიძლიათ ტექსტის ველში დააკლიკოთ, რათა პირდაპირ მისწეროთ Meta AI-ს ან გამოიყენოთ კამერის ნიშნული ფოტოს გადასაღებად, გააგზავნოთ იგი სწრაფი AI ანალიზისა თუ სხვა ამოცანებისთვის.
ვიჯეტი 4X1 ჩარჩოშია მოქცეული, რითაც აპლიკაციის ამჟამინდელ 3X2 და 1×1 ვიჯეტებს უერთდება. Meta AI-ის ჩანართი არჩევითი იქნება და სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ კომფორტული გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებლებს. ამიტომ არიდებს მათ თავიდან აპლიკაციის გახსნის საჭიროებას და ვიჯეტს პირდაპირ ეკრანზე სთავაზობს.


რაც შეეხება ფოტოების გადაღებისა თუ გაანალიზების ფუნქციას, როგორც ვიგებთ, აქ სურათების რედაქტირებაც შეგეძლებათ, კონტენტის გაანალიზებაც და კითხვების დასმაც კონკრეტული ვიზუალების შესახებ. თანაც ჭკვიანურ პასუხებს მიიღებთო, გვპირდებიან.

წვდომა რომ მიიღოთ, ჯერ აპლიკაციის სხვა AI ფუნქციებსაც უნდა იყენებდეთ. თუმცა, რადგანაც Meta AI ჯერ კიდევ ჩაშვების ფაზაშია და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებშია აქტიური, ყველასთვის მალევე ხელმისაწვდომი ვერ გახდება…

Emirates მსოფლიოში პირველი აუტიზმის სერტიფიკატის მქონე ავიაკომპანია გახდა!

ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე