in

WhatsApp-მა პირველი ფილმი გამოუშვა!

უნდა ვივარაუდოთ, რომ ფილმის Naija Odyssey-ს დებიუტით WhatsApp Hollywood-ში შეტყობინებას გზავნის… მსგავსად, იგი უზარმაზარ ნაბიჯს დგამს — NBA-ის ბერძნული წარმოშობის, 2021 წლის ჩემპიონის იანის ანტეტოკუმპოს ისტორიას 12-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით გადმოგვცემს. 

აქ საბერძნეთში დაბადებული ნიგერიელის შესახებ გვიყვებიან, რომელიც Milwaukee Bucks-ში თამაშობს. ის თავის ბერძულ და ნიგერიულ ფესვებს სცემს პატივს. საინტერესოა ისიც, რომ ანტეტოკუმპოსა და მისი დედის ვიქტორიას თხრობა NBA-ს ვარსკვლავის ცხოვრების კინემატოგრაფიულ ამბავს ერწყმის. თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს ის, თუ როგორ ეხმარება WhatsApp ყოველთვიურად 2 მილიარდ მომხმარებელს საკუთარი თავის პოვნასა და მიღებაში. 

გარდა იმისა, რომ ფილმი კალათბურთელის ცხოვრებას იმეორებს, იგი ოდისეასაც ეფუძნება. ამ პროექტის განსხორციელებლად კი WhatsApp კრეატიულ სააგენტო Translation-თან თანამშრომლობდა. 

Just Walk Out – გაამარტივებს თუ არა Amazon-ის ტექნოლოგია საყიდლებზე სიარულს

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხმოვანი კონტენტის შექმნა უფრო გაგიმარტივდებათ