in

WhatsApp-ის ანდროიდ აპლიკაციას ეკრანის გაზიარების ფუნქცია ემატება

veon
veon

ვიდეოზარების კუთხით, WhatsApp ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი აპლიკაციაა, რადგან მრავალი საჭირო მახასიათებლით გამოირჩევა. თუმცა ამ დრომდე მომხმარებლები ეკრანის გაზიარების საშუალების ნაკლებობას განიცდიდნენ, რაც მალე პრობლემა აღარ იქნება.

WABetaInfo-ის ცნობით, აპლიკაციის ბეტა ვერსიას აღნიშნული ფუნქცია ემატება — მისით სარგებლობას ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების გამოყენებისას შეძლებენ. ამისათვის მარტივი „პროცედურის“ გავლაა საჭირო: ვიდეოზარისას მენიუში ახალ სიმბოლოს უნდა დააკლიკოთ.

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, მრავალწევრიანი ვიდეოზარისას არ იმუშაოს. ამავდროულად, საჭიროა, აპლიკაციის განახლებული ვერსია გამოიყენოთ. „WhatsApp-ზე სმარტფონის ეკრანზე არსებულ ყველა ინფორმაციაზე ექნება წვდომა, რათა მათი სხვებისთვის გაზიარება შეძლოთ — ან ვიდეოზარისას, ან ჩანაწერის გაკეთებისას. ეს მოიცავს ფოტოებს, მესიჯებს, მოცემულ მომენტში ჩართულ აუდიოს და ა. შ.“

LOYAL – გაიგეთ, რას გთავაზობთ გალერია თბილისის აპლიკაცია

როგორ დავასინქრონოთ კომპიუტერის ფაილები და Google Drive?