in

WhatsApp-ის ანდროიდ ვერსიას შეტყობინებების თარიღის მიხედვით ძიება ემატება

WhatsApp-ის ანდროიდ ვერსიას ახალი ფუნქცია ემატება — „შეტყობინებების ძიება თარიღის მიხედვით“ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ჩათებში. ამ დრომდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ მოწყობილობებზე იყო ხელმისაწვდომი, როგორებიცაა iOS, Mac და პლატფორმის ვებგვერდ ვერსია.

ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელი ჩათის დეტალებში უნდა გადავიდეს, ადრესატის ან ჯგუფის სახელზე დაკლიკვით. თარიღის მიხედვით მოსაძიებლად კი ძიების ღილაკს დააჭერენ, სადაც კალენდრის ხატულა გამოჩნდება. ასევე, შესაძლებელია შეტყობინების მედიის ტიპით მოძებნა — იქნება ეს ბმულები, ფოტოები თუ დოკუმენტები.

გასული წლის დეკემბერში WABetaInfo-მ ისიც აღნიშნა, რომ კომპანია ატარებს ექსპერიმენტებს ჩათის ფილტრებზე, როგორებიცაა „ყველა“, „წაუკითხავი“, „კონტაქტები“ და „ჯგუფები“. ამ თვის დასაწყისში ბლოგმა განაცხადა, რომ კომპანია ავითარებს სხვა ფილტრს სახელწოდებით „რჩეულები“, რათა სწრაფად შევამოწმოთ ვარსკვლავიანი შეტყობინებები.

ახლა კი კომპანიის თანახმად, მალე ტექსტის სხვადასხვა ფორმატზეც გვექნება მხარდაჭერა — მაგალითად, დანომრილი სიები, ციტატები და სხვა.

თებერვლის თვის სიახლეები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ბიზნესისთვის

Odysseus-მა მთვარის ზედაპირიდან ბოლო სურათი გამოგზავნა