in

WhatsApp-ის ახალი კამპანია კონფიდენციალური შეტყობინებების მნიშვნელობაზე

დღესდღეობით პირადი მონაცემების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია — ეტაპობრივად ყველამ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ სოციალურ მედიაში ყველაფრის ჭარბი გაზიარება პირად სივრცეს დებს სასწორზე… ამის ფონზე, ზოგიერთ ჩვენგანს მესიჯების აპლიკაციების გამოყენებაც აღარ უნდა — ეშინიათ, რომ მათ შეტყობინებებს ვიღაც ნახავს.

M2

სწორედ ამას უკავშირდება WhatsApp-ის მორიგი კამპანია, რომელიც აპლიკაციის კონფიდენციალურობის მაღალ დონეს მიემართება. სიუჟეტი ერთი ქალის ამბავს მიჰყვება, რომელიც მეგობარს ორსულობის ტესტის დადებით პასუხს უზიარებს — ამისათვის კი ყველა იმ ფუნქციას იყენებს, რომელიც „საიდუმლოს შენახვაში“ იდეალურად ეხმარება.

რეკლამის პარალელურად, მარკ ცუკერბერგმა კონფიდენციალურობის ახალი ფუნქცია დააანონსა, სახელწოდებით Silence Unknown Callers. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს სპამისა და უცნობი ადამიანების ზარების კონტროლში ეხმარება.

„კონფიდენციალურობა ყველაფრის საფუძველია, რასაც WhatsApp-ში ვაკეთებთ. ჩათის ჩაკეტვით დაწყებული, გაუჩინარებადი შეტყობინებებით დასრულებული, ყოველი ახალი ფუნქცია დაცვის მრავალ ფენას ემატება“, — ამბობს WhatsApp-ის მარკეტინგის გლობალური ხელმძღვანელი, ვივიან ოდიორი.

Voicebox AI — მეტას ახალი პროგრამა ჩანაწერებს ინდივიდის ხმას არგებს

ყველასთვის საყვარელი ლუდი Heineken-ი ერთგულ მომხმარებლებს გართობისKEN იწვევს