in

მალე WhatsApp Status-ზე მუსიკის დამატებას შეძლებთ

M2

სულ ახლახან WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა. Status-ზე უკვე პატარა მუსიკალური კლიპების დამატებას შეძლებთ. დიახ, აპლიკაციის იმ ნაწილში, რომელიც Instagram Stories-ს ჰბაძავს და მომხმარებლებს 24 საათით თავიანთი ფოტოების, ვიდეოებისა და ტექსტების გაზიარების საშუალებას აძლევს.

ახლა კი ახალი Status-ის შექმნისას მომხმარებლებს შეუძლიათ, მუსიკის ნიშნულს დააჭირონ და სასურველი მილიონობით ხელმისაწვდომი სიმღერიდან აირჩიონ. ფოტოების შემთხვევაში 15-წამიანი მუსიკის გამოყენება იქნება შესაძლებელი, ხოლო ვიდეოების შემთხვევაში მაქსიმუმ 60-წამიანის.

WhatsApp-ის ფუნქცია სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ სრულად დაშიფრულია — მხოლოდ მეგობრები შეძლებენ სიმღერების ნახვას, თავად WhatsApp კი ვერ დაინახავს იმ სიმღერებს, რომლებსაც მომხმარებლები აზიარებენ. 

Status-ზე მუსიკის დამატების ფუნქცია გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება, პროცესი დაწყებულია და მომდევნო კვირებში მისით სარგებლობას WhatsApp-ის ყველა მომხმარებელი შეძლებს.

დიდი კორპორაციიდან უბნის მაღაზიამდე – ანუ როგორ გამოიყურება წარმატება ვახტანგ კაჭარავასთვის

UC Berkeley-მ ფუტკარზე სამჯერ პატარა მფრინავი რობოტი შექმნა