დიახ, ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საკუთარი სტიკერების შექმნის, არსებულის რედაქტირებისა და გაზიარების საშუალებას მისცემს. ამგვარად, საკუთარ ფოტოებსაც კი აქცევთ სტიკერებად ან არსებულებს მეტად პერსონალიზებულს გახდით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი ფოტოების გალერეიდან სურათების ჩაგდება არ დაგჭირდებათ და აღარც მესამე მხარის აპლიკაციები…
რაც შეეხება უშუალოდ სტიკერების პერსონალიზებას, WhatsApp ამისთვის რედაქტირების ხელსაწყოებს გთავაზობთ, მოიცავს ტექსტის, ნახატებისა და სტიკერებზე ზემოდან რაღაცების დამატების შესაძლებლობასაც. მას შემდეგ, რაც მას მეგობარს გაუგზავნით, ავტომატურად თქვენს სხვა სტიკერებთან ერთად შეინახება, რათა მისი გამოყენება მომავალშიც შეძლოთ.
ხოლო სურათიდან სტიკერი რომ შექმნათ, ჯერ უნდა გახსნათ სტიკერების ჩანართი, შემდგომ კი ტექსტის მარჯვნივ არსებულ ნიშანს დააკლიკოთ. აქედან შეძლებთ Create Sticker-ისა და გალერეიდან თქვენი ფოტოს არჩევას. დანარჩენი თქვენზეა, თუ გსურთ, რაღაცები ამოჭერით, დააწერეთ ან დაახატეთ, შემდგომ კი თქვენს მეგობარსაც გაუგზავნეთ.
როგორც გითხარით, არსებული სტიკერის რედაქტირებასაც შეძლებთ — კვლავ ჩანართი გახსენით და ცოტა დიდხანს დააჭირეთ იმ სტიკერს, რომლის რედაქტირებაც გსურთ, ხოლო შემდგომ Edit Sticker-ის ღილაკის გამოყენება დაგჭირდებათ.
კომპანიის განცხადებით, ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია WhatsApp Web-ზე, რამდენიმე დღეში კი iOS 17-სა და შემდგომ განახლებებშიც ჩაეშვება. თუმცა, როდის გახდება სტიკერების შექმნისა და რედაქტირების ფუნქცია ანდროიდზე ხელმისაწვდომი, ამის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ…