in

WhatsApp ვიდეო შეტყობინებებს ამატებს

M2

არც ისე მარტივია, აჩვენოთ WhatsApp-ის მეგობრებს, რას აკეთებთ, როცა არც სთორის შექმნის ან რაღაც მსგავსი ვიდეოს გადაღების საშუალება გაქვთ… თუმცა პრობლემა უკვე მოგვარებულია — ტელეგრამის მსგავს მოკლე ვიდეო შეტყობინებებს ამატებენ, რომლებიც ჩატში 1-წუთიანი ვიდეოს დახმარებით პასუხის გაცემის საშუალებას მოგცემთ. ამას კი ჩვეულებრივ ისე გააკეთებთ, როგორც ხმოვანი შეტყობინების გაგზავნისას ან თუნდაც, უკვე ნაცნობი სთორის გადაღებისას… 

ვიდეოები ავტომატურად უხმოდ ირთვება და არც უცბად ჩართული ხმების უხერხულობის არიდება მოგიწევთ თავიდან. არც კონფიდენციალურობის საკითხებზე უნდა იდარდოთ, რადგან როგორც ყველაფერზე WhatsApp-ში, აქაც დამატებით დაცვას გვპირდებიან. რაც შეეხება კონკრეტული ფუნქციის ხელმისაწვდომობას, მისით სარგებლობას მომხმარებლები სულ მალე, კომპანიის თანახმად, მომდევნო კვირებში შეძლებენ.

შესაძლოა, ამ ახალმა ფუნქციამ ტელეგრამის მოყვარულებისთვის არაფერი შეცვალოს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ აპლიკაციების გადართვა, სწრაფი ვიდეოების გაგზავნა საუკეთესო ვარიანტია… ამ ფუნქციის შემოტანის მიზეზი სტატისტიკური მაჩვენებლებიც შეიძლება იყოს — გასულ წელს თუ WhatsApp-ს 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, Telegram-ს ყოველთვიურად საშუალოდ 700 მილიონი აქტიური მომხმარებელი ემატებოდა.

კაცობრიობის ხელოვნებისა და კულტურის „დროის კაფსულას“ მთვარეზე განათავსებენ

მსახიობები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ — რისი ეშინიათ მათ?