in

WhatsApp-ში ერთდროულად უკვე 32 ადამიანთან შეძლებთ დარეკვას

M2

თუმცა ეს ყველაფერი არ არის… WhatsApp-მა ვიდეო ზარების გამოცდილება რომ გააუმჯობესოს, აპლიკაციას ეკრანის გაზიარებისას აუდიო მხარდაჭერასაც ამატებს, ახალ ფუნქციას სპიკერისთვის და, როგორც უკვე გითხარით, ვიდეოზარის მონაწილეთა ლიმიტსაც 32 ადამიანამდე ზრდის.

თუ გასული წლის აგვისტოში WhatsApp-მა ვიდეოზარების დროს ეკრანის გაზიარების მხარდაჭერა შემოგვთავაზა, ახლა ეს გამოცდილება აუდიო მხარდაჭერით კიდევ უფრო უმჯობესდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს საშუალებას მოგცემთ, WhatsApp-ის ზარის დროს უყუროთ ვიდეოებს თქვენს კონტაქტებთან ერთად. 

რაც შეეხება ვიდეოზარის მონაწილეთა ლიმიტის გაზრდას, ამ დრომდე ეს მხოლოდ 16 და 8 მომხმარებელთან იყო შესაძლებელი, ახლა კი 32-ს აღწევს. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები Google Meet-ისა და Zoom-ის შემთხვევაში მომხმარებლებს ერთდროულად 100 ადამიანთან საუბრის საშუალებას აძლევს… 

ახალ ფუნქციაზე რომ გითხარით, ახლა WhatsApp ავტომატურად მონიშნავს იმ მონაწილეს, რომლის სპიკერიც ჩართული იქნება, რათა მომხმარებელმა მარტივად ამოიცნოს, ვინ საუბრობს ვიდეო ზარის დროს. ამასთან, ადამიანები, რომლებიც საუბარს დაიწყებენ, ეკრანზე პირველ ადგილზე გამოჩნდებიან.

WhatsApp-ს არც ის მომხმარებლები დავიწყებია, რომლებსაც ხშირად აქვთ ინტერნეტის პრობლემა, ამიტომ მათ Meta Low Bitrate-ის (MLow) კოდეკს აცნობს, რათა ზარის სანდოობა უზრუნველყოს. მარტივად რომ განვმარტოთ, აუდიოს ხარისხი ცუდი ინტერნეტკავშირის დროსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თანაც MLow უკვე ხელმისაწვდომია ინსტაგრამსა და მესენჯერში, მალევე კი WhatsApp-ში ვიხილავთ, რათა მეტას პლატფორმებზე ერთმანეთთან კომუნიკაციის გამოცდილება სრულად გაუმჯობესდეს.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს, არსებული ცნობების მიხედვით, მომდევნო კვირებში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

თიბისის ახალი ინიციატივა: ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში

როგორ გააერთიანოთ თქვენი კოლეგები იდეის გარშემო