როგორც აღმოჩნდა, WhatsApp აგრძელებს კონფიდენციალურობაზე ზრუნვას და ახალ ფუნქციას გვაცნობს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ხმოვანი შეტყობინებები მხოლოდ ერთხელ მოსმენის რეჟიმით გააგზავნონ.
ეს ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც ვარაუდობთ — ახალი view once ნიშნული ხელმისაწვდომი იქნება ვოისის ჩაწერის ჩანართში. თუ მას დააკლიკებთ, ერთხელ მოსმენის რეჟიმსაც გააქტიურებთ. შედეგად კი, მას რეციპიენტი ვეღარ მოუსმენს ორჯერ, არც მათი გადაგზავნის, შენახვის ან ჩაწერის საშუალება ექნება. თუმცა მას შემდეგ, რაც გაგზავნით, თქვენც ვეღარ შეძლებთ მის მოსმენას…
ამ ეტაპისთვის ფუნქცია ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც WhatsApp ბეტას უახლეს ვერსიას დააინსტალირებენ, როგორც ანდროიდზე, ისე iOS-ზე. თუმცა, როგორც ვიგებთ, ახალი ფუნქცია უახლოეს მომავალში უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი…