in

WhatsApp-ს კონფიდენციალურობისთვის 3 ახალი ფუნქცია ემატება

veon
veon

WhatsApp მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია არ არის, იგი ყველაზე სწრაფი განვითარებითაც გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული ფუნქციები მუდმივად იხვეწება და მას ახალი მახასიათებლებიც ემატება. ამჯერად კი მარკ ზაკერბერგი კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ 3 ამაღელვებელ ფუნქციას გაგვაცნობს. 

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი ფუნქციები ჯგუფებისა თუ ერთი-ერთზე მიმოწერის უსაფრთხოების საკითხებს გააუმჯობესებს. მომავალი განახლებები კი WhatsApp-ის ახალი გლობალური კამპანიის ნაწილი იქნება, რაც კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მახასიათებლების გაუმჯობესებისთვის კეთდება.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იმ შეტყობინებებზე სურათების გადაღება, რომლებიც მხოლოდ ერთხელ უნდა გენახათ, ახლა აღარ იქნება შესაძლებელი. ეს კი, თავის მხრივ, კონფიდენციალურობის საკითხებში არსებულ ხარვეზს ავსებს და პლატფორმას მომხმარებლებისთვის უფრო სანდოსაც ხდის. 

შემდგომი ცვლილებები მოიცავს ჯგუფის ისე დატოვებას, რომ ამის შესახებ სხვა წევრებმა შეტყობინება არ მიიღონ და უფრო მეტ კონტროლს იმაზე, თუ ვინ შეძლებს თქვენი ონლაინ სტატუსის ნახვას…

4 გზა ბრენდის ზრდის დასაგეგმად

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!