in

მალე WhatsApp-ში დაშიფრულ ჩატებს პასკოდით გახსნით

WhatsApp-მა მომხმარებელთა გამოცდილება კიდევ უფრო რომ გააუმჯობესოს, საუბრების დაშიფრულ სარეზერვო ასლებზე წვდომას ამარტივებს — თუ მოწყობილობას დაკარგავთ, WhatsApp-ის სარეზერვო ასლზე წვდომისთვის მალე ისეთი მეთოდების გამოყენება შეგეძლებათ, როგორებიცაა თითის ანაბეჭდი, სახე ან თქვენი წინა მოწყობილობის ეკრანის დაბლოკვის კოდი.

წლების განმავლობაში WhatsApp ჩატების სარეზერვო ასლებისთვის დაშიფვრას არ გვთავაზობდა, მხოლოდ 2021 წელს გადაწყვიტა მეტამ ამის დამატება, რათა მომხმარებლები მეტად დაეცვა პასკოდის ან 64-სიმბოლოიანი დაშიფვრის კოდის გამოყენებით. ამგვარად, თუ არცერთი გეცოდინებოდათ, ვერც წვდომას მიიღებდით, ახლა კი პასკოდი ამ პრობლემას აგვარებს.

WhatsApp, რომლის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 3 მილიარდს გადააჭარბა მაისში, ამბობს, რომ ახალ ფუნქციას მომხმარებლებს მომდევნო კვირებსა და თვეებში შესთავაზებს. წვდომის მისაღებად კი შემდგომი ნაბიჯების გავლა მოგიწევთ: Settings > Chats > Chat backup > End-to-end encrypted backup — ამ უკანასკნელიდან პასკოდის არჩევას მოახერხებთ.

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

6 გაკვეთილი, რაც Apple-ის კამპანია Underdogs-დან შეგიძლიათ ისწავლოთ