ინდურ საცალო ვაჭრობაში რევოლუციას ახდენენ — Meta და Jio Platforms WhatsApp-ზე ყიდვის სრულ გამოცდილებას გთავაზობთ. დიახ, ინდოეთი WhatsApp-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, მაგრამ იგი მონეტიზაციამ გამოწვევების წინაშე დააყენა. ამის პასუხი კი ბიზნეს შეტყობინებები შეიძლება იყოს. ამასთან, ეს პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ WhatsApp სუპერ აპლიკაცია გახდეს. თანაც, მას ქვეყანაში 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, გაშვებისთვის შესანიშნავ ბაზარსაც წარმოადგენს.
„ჩვენ გვსურს, ინდოეთი მსოფლიოს წამყვანი ციფრული საზოგადოების ქვეყნად ვაქციოთ, ეს პარტნიორობაც საერთო ხედვის ნაწილია, რათა უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი შევიდეს ონლაინ სივრცეში და მიიღოს ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველი ინდოელის ცხოვრებას მოხერხებულს გახდის“, — ამბობს მუკეშ ამბანი, Jio Reliance Industries-ის თავმჯდომარე.
მარკ ცუკერბერგი კი ტრადიციას არ არღვევს და სიახლეს Facebook პოსტის სახით გვამცნობს: „ეს არის ჩვენი პირველი ყიდვის სრული გამოცდილება WhatsApp-ზე – ადამიანებს ახლა შეუძლიათ, სასურსათო პროდუქტები JioMart-იდან ჩატის გამოყენებით შეიძინონ. ბიზნეს შეტყობინებები არის სფერო, რომელსაც აქვს რეალური იმპულსი და ჩატზე დაფუძნებული ამგვარი გამოცდილება მომდევნო წლებში ხალხისა და ბიზნესის კომუნიკაციის გზაც იქნება“.