in

WhatsApp-ზე მალე შეტყობინებების რედაქტირებას შეძლებთ

veon
veon

WhatsApp ამჯერად მეტად გამოსადეგ განახლებას გვთავაზობს, თანაც, გლობალური მასშტაბით — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტექსტურ შეტყობინებებში შეცდომები ჩაასწორონ. თუმცა ეს მხოლოდ შეტყობინების გაგზავნიდან 15 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი.

დარედაქტირებულ შეტყობინებას შესაბამისი ნიშნულიც ექნება, მაგრამ მომხმარებლები წინა ვერსიის ნახვას ვერ შეძლებენ… ახალ ფუნქციას მარტივად იპოვით და ამისათვის ზუსტად ის პროცესი უნდა გაიაროთ, რასაც წაშლისას აკეთებთ ხოლმე. უბრალოდ, Delete-ის ნაცვლად, Edit ღილაკი უნდა აირჩიოთ. 

მცირე შესწორებებით დაწყებული, დამთავრებული დამატებითი კონტექსტის მიცემით შეტყობინებებისთვის, ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია თქვენი ჩატების კონტროლის საშუალება მოგცეთ, — განმარტავენ Whatsapp-ში.

მომდევნო კვირების მანძილზე ახალი ფუნქცია ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

რატომ უნდა ისწრაფოდეს ბრენდინგი მდგრადი მომავლისკენ?

სივრცის დიზაინერი, სიმშვიდის კომპოზიტორი და სიმყუდროვის მოქანდაკე JWT Metro-ს ახალ რეკლამაში