“არაუშავს, კარგად იქნება”… – ასე ხშირად ვამბობთ ხოლმე და ალბათ, წამიერად მაინც გვჯერა, რომ დროსთან ერთად, რაღაც პრობლემებიც მიეცემა დავიწყებას. ამგვარად, პასუხისმგებლობას ვიცილებთ და ვერ ვხედავთ, რამდენი რამის შეცვლა შეგვიძლია. ორგანიზაცია UN Women-ს სურს, 2030 წლისთვის, გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ასეთ მაჩვენებლებს უახლოესი 99.5 წლის მანძილზე არ უნდა ველოდოთ. მართლაც, მძიმე წარმოსადგენია ფიქრი, რომ გენდერულ თანასწორობას შესაძლოა, ვერც კი მოვესწროთ. მოცემულობის მიუხედავად, UN Women Australia-მ მიზნად დაისახა 100 წლის გეგმა, დიდი ძალისხმევის საფასურად, 10 წელში შეასრულოს. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ვიდეორგოლის მთავარი გმირიც. ნახეთ და გვითხარით, ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
ნახეთ და გვითხარით, როდის იქნება ყველაფერი კარგად? – UN Women-ის ვიდეორგოლი
მძიმე წარმოსადგენია ფიქრი, რომ გენდერულ თანასწორობას შესაძლოა, ვერც კი მოვესწროთ
