in

„როცა თავს დაცულად გრძნობ, შეგიძლია, ნამდვილად თავისუფალი იყო“ — Volvo-ს ახალი კამპანია

Volvo Cars-ის ინიციატივას, გააფართოოს უსაფრთხოების მნიშვნელობა, ისეთი კრეატიული სააგენტოც უერთდება, როგორიცაა AKQA-Grey. ბრენდს სურს, ამჟამად მომხმარებელთა ჩართულობა ამ გზავნილის კუთხით გაზარდოს: მოქმედებს თუ არა ჩვენი გრძნობები ავტომობილის მართვაზე?

BOG

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 95-ზე მეტი ინოვაციის საფუძველზე, Volvo Cars უსაფრთხოების სინონიმი გახდა. ბრენდის მიზანია, ნულამდე შეამციროს სერიოზული დაზიანებები თუ ფატალური შემთხვევები. მართალია, ამ მოცემულობამდე ჯერ ვერ მივედით, მაგრამ მანქანები ახლა გაცილებით დაცულ მდგომარეობას გვთავაზობს. ვოლვოს პლატფორმა For Life კი აქცენტს აფართოებს — არა მხოლოდ გარე ფაქტორებზე ფოკუსირდება, არამედ მძღოლის მდგომარეობაზეც, უსაფრთხოების თემას ფსიქოლოგიური მდგომარეობის ჭრილში განიხილავს.

ეს ხედვა ნათლად არის წარმოდგენილი რეალური ისტორიებისა და ყოველდღიური მომენტების კრებულში, რომელიც სააგენტოსთან თანამშრომლობით კრეატიულ ვიდეორგოლად იქცა.

რამდენად განიცდიან UX დიზაინერები წარმოსახვის ნაკლებობას?

ქართული თამაში Mistcaller თამაშების უმსხვილეს პლატფორმა Steam-ზე ჩაეშვა