23
Jan
2018

როგორ მივაღწიოთ წარმატებას პირველი წარუმატებელი იდეის შემდეგ?!

23 Jan 2018

„ვიწექი ჩრდილში, აბაზანაში, მზეზე. უცბად, გონება გამინათდა.“ – ასე „იბადება“ პირველი იდეა, რომელიც, ხშირად, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე. წარუმატებლობა ანტრეპრენუარებს აფერხებს. არა და მეორე და მესამე იდეა არ უნდა „ჩავარდეს“. ეს ყველაფერი თქვენზეა. თუ ყურადღებას რამდენიმე დეტალზე გაამახვილებთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგალითად, რაიან ჰარვუდი 2009 წელს ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო კომპანია Goldman Sachs-იდან წამოვიდა, რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყო, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, კონკრეტულად რა უნდა ეკეთებინა. საბოლოოდ, 2010 წელს, ინტერნტ გამოცემა PureWow გააკეთა. როგორც Business Insider-თან ინტერვიუში ამბობს, მის ვებ გვერდს თვეში 10 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. სწორედ რაიან ჰარვუდი საუბრობს იმაზე, როგორ მივაღწიოთ წარმატებას პირველი, თუნდაც, წარუმატებელი იდეის შემდეგ.

დაივიწყეთ თქვენი „გენალური“ პირველი იდეა ! 

როდესაც რაიან ჰარვუდი მედია პროდუქტის შექმნაზე ფიქრობდა, რამდენიმე მეგობარი გამოკითხა. გადაწყვიტა, გაეკეთებინა ე.წ. Life Style ონლაინ გამოცემა. მიღებული მონაცემებით, თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო ჟურნალი მამაკაცებზე, მათი ცხოვრების წესსა და ინტერესებზე. თუმცა, ოფიციალურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალები გაცილებით უფრო აქტიურად ეცნობიან მათთვის საინტერესო ინტერნეტ კონტენტს. სწორედ ამიტომ, რაიანმა მეგობრების რჩევებსა და თავის პირველ იდეაზე უარი თქვა და შექმნა PureWow, სადაც ყველაფერია, რაც ქალებს აინტერესებთ.

კონცენტრირდით თქვენს ცოდნასა და უნარებზე! 

რაიან ჰარვუდს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეექმნა საინტერესო კონტექნტი ქალებისთვის. ამიტომ, აიყვანა 2 რედაქტორი, ადამიანები, რომლებიც ამაში ერკვეოდნენ და თანაც, საკმაოდ კარგად. თავად კი იმ უნარებზე და ცოდნაზე კონცენტრირდა, რაც წლების განმავლობაში შეიძინა. როგორც თვითონ ამბობს, შედეგიც შესაბამისი მიიღო.

შექმენით ლიდერის თქვენეული სახე!  

„აიღეთ და გააერთიანეთ თქვენთვის მისაბაძი ხელმძღვანელების სხვადასხვა თვისება და შექმენით ლიდერის თქვენეული სახე. დადებითად განეწყვეთ მათ მიმართ, ვისთანაც საქმიანი შეხება გაქვთ. არასოდეს დაივიწყოთ თქვენი მთავარი მიზანი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ამ მიზნისკენ მიმავალი გზა. და რაც მთავარია, ყოველთვის გაიღიმეთ!“, – ამბობს რაიან ჰარვუდი.

წყარო: www.entrepreneur.com



განხილვა