in

Where Am I?! სად შეიძლება აღმოჩნდე, თუ წახვალ კანადაში?! ახალი და განსხვავებული ყოველ სეზონზე

კანადაში მოგზაურობა საინტერესოა, თუ კარგად იცით რა დაათვალიეროთ. იმისთვის, რომ სათანადოდ შეაფასოთ ეს ქვეყანა, დაგჭირდებათ სანდო გიდი ან გზამკვლევი. დღეს ეს ინფორმაცია ინტერნეტით შეიძლება მოიძიოთ, ამიტომაც შედით საიტზე WhereAmI.com, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, რატომ უნდა იმოგზაუროთ ამ ცივ ქვეყანაში. ონტარიოს შტატმა ამ საიტზე მთელი ინფორმაციის გენერირება მოახდინა. თქვენ შეძლებთ მოგზაურობის, სეზონის მიხედვით დაგეგმვას.

 

 

OTMPC (Ontario Tourism Marketing Partnership Corporation)–მა ამ ვიდეორგოლში საინტერესო მიდგომა გამოიყენა. მარტივი კითხვა დასვა – სად ვარ? სად აღმოჩნდებით, თუ კანადაში წახვალთ სამოგზაუროდ? თქვენზეა დამოკიდებული, სად გინდათ იყოთ, რა გინდათ ნახოთ, როგორი მოგონებები გაიყოლოთ. 

როგორც გახსოვთ, ჭრელი წინდების მოყვარული, კანადის პრემიერ–მინისტრი ჯასტინ ტრუდოუ ტურიზმის განვითარების კამპანიაში ჩაება და არც თუ უშედეგედ. Canada’s not cold, it’s cool – ეს ის ფრაზაა, რომელიც არაჩვეულებრივად აღწერს კანადას. 

რეკლამაზე სააგენტო FCB-მ იმუშავა.

აქსესუარები, რომლებიც პაპარაცებისგან დაგიცავთ – Access All Brands–ის კრეატიული გადაწყვეტილება

ამაზე ახალი აღარ არსებობს! – Metro-ს კამპანია, რომელმაც კანის ფესტვალზე ვერცხლის ლომი მოიპოვა