წაშლისთვის შექმნილი შეხვედრების აპლიკაცია Hinge ბრენდის მასკოტს იმეტებს და კამპანიაში სიცოცხლეს ფატალურად ასრულებინებს. Where Hinge Ends, We begin წყვილის ამბავს გვიყვება ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან იმ მომენტამდე, როცა შეხვედრების აპლიკაციის წაშლას გადაწყვეტენ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს სულაც არ არის კარგი ამბავი პატარა Hingie-სთვის…
„გვინდოდა, გვეჩვენებინა, როგორია სინამდვილეში პაემნები, როდესაც ადამიანები რეალურ სახეს აჩვენებენ. აქ საქმე იდეალურ ხაზებს ან უნაკლო ფოტოებს კი არ ეხება, არამედ ადამიანურ მომენტებს, რომლებიც მოულოდნელად გვაოცებს. კამპანია ამ გრძნობას ცოტათი ემოციური, სიურრეალისტური და აბსურდული გზით ეთამაშება… ისე, როგორც პაემნების დროს ხდება რეალურ ცხოვრებაში“, — განმარტავს კორინა ფალუსი, Birthday-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Designed to be deleted 2022 წლის შემდეგ წამყვანი ნარატივია Hinge-ის კამპანიებში: