შვილებთან შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბარს ბევრი მშობელი თვლის რთულად და სწორედ ამიტომ შექმნეს Where Hope Lives-ის სამაგიდო თამაში — არასამთავრობო ორგანიზაცია Safehaven ოჯახური სამაგიდო თამაშების საღამოებს შესაძლებლობად იყენებს, რათა მშობლებს შვილებთან უნარშეზღუდულობის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის საკითხების განხილვაში დაეხმაროს…
მოთამაშეები სამოგზაუროდ მიდიან ადგილზე, რომელსაც Safehaven ეწოდება, აგროვებენ Wild Cards-ებს და უწევთ Road Blocks-ებთან გამკლავება, რომლებიც შშმ პირთა რეალურ გამოცდილებებს ასახავს. Wild Card, შესაძლოა, ადაპტირებულ რესტორანში სტუმრობა იყოს, ხოლო Road Blocks ისეთ სიტუაციას შეიძლება ასახავდეს, როცა სანდო მომვლელს ვკარგავთ… ეს მომენტები კი მშობლებსა და შვილებს შორის შინაარსიანი საუბრების წამოწყებას ისახავს მიზნად და არა, უბრალოდ გართობას.
თამაშს წიგნაკიც ახლავს, სახელწოდებით A Guide to Inclusivity: Having Tough Conversations with Your Kids About Medical Complexities — ეს უკვე პრაქტიკული ხელსაწყოა რეალური მაგალითებით, ინკლუზიური ენის ვარიანტებით და საუბრების წამოსაწყები ფრაზებით, რომლებიც ღია, პატივისცემით სავსე დიალოგებს შთააგონებს. სენსიტიური თემების თავიდან არიდების ნაცვლად, სახელმძღვანელო წიგნი ეხმარება მშობლებს, ყოველდღიური ინტერაქციებით ემპათია გააზიარონ.
„გვჭირდება, ჩამოვაყალიბოთ ინკლუზიური ენა და პატივისცემით აღსავსე ქმედებები ყოველდღიურად. ზუსტად ისე, როგორც ვასწავლით შვილებს, რომ ადამიანები სხვადასხვა კანის ფერითა და სხეულის ფორმით იბადებიან, უნდა ვილაპარაკოთ ღიად და ასაკისთვის შესაფერისი გზებით ყველა სახის განსხვავებაზე. წიგნები, თამაშები, კინოები და მედია შესანიშნავი ხელსაწყოებია იმის ნორმალიზებისთვის, რასაც ბავშვები ხედავენ. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევქმნათ მათთვის სივრცე კითხვების დასასმელად“, — განმარტავს, ლინდსი მაზზა, ადვოკატი.
ამგვარად, Where Hope Lives ემპათიას მეტად ხელმისაწვდომს ხდის და მისი შეძენა Safehaven-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.