in

„თუ სიტყვებს ვერ პოულობთ, შესაბამისი საჩუქარი მოძებნეთ“ — John Lewis-ის სადღესასწაულო კამპანია გამოვიდა!

ახალ წლამდე ათვლა უკვე ოფიციალურად შეგიძლიათ, დაიწყოთ, რადგან John Lewis-ის სადღესასწაულო კამპანია გამოვიდა. თანაც, ჩვეულებრივზე 10 დღით ადრე! ამჯერად, იმედოვნებენ, რომ ნოსტალგიები მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობაზე დააყენებს, ამიტომაც 1990-იანი წლების კლასიკის Where Love Lives-ის ახალი ვერსიის ფონზე გვიყვებიან ამბავს მამა-შვილის შესახებ. 

BOG

ეს პირველი შემთხვევაა, როცა John Lewis-ის სადღესასწაულო რეკლამა მშობლობის თემას მიეძღვნა, რითაც კიდევ უფრო საინტერესო ხდება იგი. ყველაფერი კი მაშინ იწყება, როცა შვილი შუახნის მამას ვინილს სჩუქნის და ძველ, კლუბურ ცხოვრებაში აბრუნებს:

John Lewis-ში გვჯერა ნაფიქრი საჩუქრების ძალის და ვიმედოვნებთ, რომ ეს რეკლამა მომხმარებლებს შთააგონებს იმგვარი საჩუქრების პოვნას, რომლებიც ჩვენს გრძნობებს ეხმიანება, თავად საჩუქარს საშუალებას მისცემს, ილაპარაკოს იქ, სადაც სიტყვები უძლურია“.

სიმღერა 1990-იანი წლების კლუბური ჰიტია, რომელსაც რეკლამაში ბრიტანელი მომღერლისა და პროდიუსერი ლაბრინტის ახალი, უფრო ნელი ვერსიით გვაცნობენ. ეს ვინილი კი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება და შემოსული თანხით John Lewis Partnership-ის Building Happier Futures-ის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს დაეხმარებიან. ლიმერიკის ორიგინალი ვერსია A მხარეს დაიკავებს, ხოლო Labrinth-ის ახალი ვერსია B მხარეს — მუსიკა ყოველთვის გვხვება John Lewis-ის კამპანიის ცენტრში, მაგრამ ამ წელს ეს თავად არის საჩუქარი.

John Lewis-ის რეკლამაზე Saatchi & Saatchi-ის სააგენტომ იმუშავა.

ნახეთ, კოკა-კოლას საახალწლო კამპანია, რომელიც AI-ის დახმარებით შეიქმნა

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ მობაილბანკს სთავაზობს – სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილება