მსოფლიოში არაერთგზის აღიარებული ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის, Glenfiddich და Forbes საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, პროექტის „30 under 30” სხვადასხვა წლის გამარჯვებულები შეიკრიბნენ და ახალ კამპანიას – WHERE NEXT? გაეცნენ.
ბრენდი Glenfiddich გლობალურ კამპანიას WHERE NEXT? რამდენიმე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად და წარმატებულად ახორციელებს, მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, სადაც თავს უყრის გაბედულ და თვითმყოფად ინდივიდებს, შემოქმედებით პირებს, არტისტებს, მოაზროვნეებს, რომელთაც საერთო მიზანი აქვთ – იყვნენ შთამაგონებლები ახალი ტალღის ინოვატორებისთვის .
მსოფლიოში არაერთგზის აღიარებულ ერთალაოიან შოტლანდიურ ვისკის, Glenfiddich-ს პროგრესისა და საზღვრების გარღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის გზას უკვალავს თავის მიმდევრებს და მუდმივად სვამს კითხვას: WHERE NEXT? (რა არის შემდეგი!?).
„საქართველოში თანამშრომლობა ფორბსთან გადავწყვიტეთ და შევქმენით კიდევ ერთი საინტერესო პლატფორმა WHERE NEXT?, ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, დადებით გავლენას იქონიებს საქართველოში მოღვაწე მილენიალებისა და gen z თაობებზე”, – ანა ბექაური, გლენფიდიხის ბრენდ მენეჯერი საქართველოში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა იუთუბის არხი WHERE NEXT? – პლატფორმა, სადაც ადგილობრივი, უკვე შემდგარი და ახალბედა ანტერპრენერები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე. ისინი ერთგვარი მოტივატორის როლს შეასრულებენ ახალი თაობებისთვის – სწორედ მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი ქმედებები უნდა განახორციელონ.
„ჩვენი თანამშრომლობით იქმნება უნიკალური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც Forbes-ის მეგობარი, წარმატებული ბიზნესმენები და 30 under 30-ის გამარჯვებული ახალგაზრდა ანტერპრენერები გაერთიანდებიან და გაგვიზიარებენ საკუთარ განუმეორებელ გამოცდილებას, რაც მჯერა, დიდ გავლენას იქონიებს ახალგაზრდა თაობებზე და მოტივაციას მისცემს, გაიფართოონ შესაძლებლობების არეალი, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გამუდმებით ჰკითხონ საკუთარ თავებს: WHERE NEXT? ( რა არის შემდეგი!?), – ლიზა ხაბაზაშვილი, პროექტ 30 Under 30-ის მმართველი.
[R]