in

WHERE NEXT? — სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო Trifecta-ს ახალი ციფრული პროექტი

WHERE NEXT? — ეს არის ახალი ციფრული პლატფორმა, სადაც ადგილობრივი, უკვე შემდგარი და ახალბედა ანტერპრენერები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე. ისინი ერთგვარი მოტივატორის როლს ასრულებენ ახალი თაობებისთვის…

პლატფორმა ვისკი Glenfiddich-ისა და Forbes საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა

უკვე რამდენიმე წელია, ბრენდი Glenfiddich გლობალურ კამპანიას WHERE NEXT? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად და წარმატებულად ახორციელებს; მართავს  შეხვედრებსა და  ღონისძიებებს, სადაც თავს უყრის გაბედულ და თვითმყოფად ინდივიდებს, შემოქმედებით პირებს, არტისტებს, მოაზროვნეებს, რომელთაც საერთო მიზანი აქვთ — იყვნენ შთამაგონებლები ახალი ტალღის ინოვატორებისთვის.

სააგენტო ტრიფექტასთვის კი დადგა ამოცანა, შექმნილიყო ერთგვარი ხიდი უკვე წარმატებულ  ანტერპრენერებსა და ახალ თაობას შორის, ვინც ახლა შეუდგა წარმატებისკენ მიმავალ გზას და გამხნევება სჭირდება მეტი თავდაჯერებულობისთვის თუ მიზნების სიმტკიცისთვის.

ამისათვის შეიქმნა YouTube არხი WHERE NEXT?, სადაც ვიდეოების სერიებში ადგილობრივი შემდგარი და ახალბედა ანტერპრენერები გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე და შთამაგონებელ როლს შეასრულებენ ახალი თაობებისთვის… მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი ქმედებები უნდა განახორციელონ.


კრედიტები:

დამკვეთი: ჯდ ალკო, ბრენდი Glenfiddich
ვილიამ გრანტს საქართველოს განვითარების მენეჯერი: სალომე პირველი
ვილიამ გრანტს საქართველოს – უფროსი ბრენდ მენეჯერი: ანა ბექაური
სააგენტო: TRIFECTA
პარტნიორი: Forbes საქართველო
30 UNDER30, Forbes Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელი: ლიზა ხაბაზაშვილი
სტრატეგიის ხელმძღვანელი, Trifecta: მაკო მეტრეველი
პროექტის ხელმძღვანელი, Trifecta: ნათია ღლონტი
ციფრული კონტენტ მენეჯერი: ნინო დულარიძე
ქოფირაითერი: სოფიო ებრალიძე
ციფრული ედვერთაიზერი: ეკა ლოლუა
დიზაინერი: მარიამ ჯიქია
ფინანსური დირექტორი: ნათია თათეიშვილი
რეჟისორი: დავითი აბრამიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გოგა გოგელაშვილი
ოპერატორი: ლაშა ჩაგელიშვილი, გიორგი ბერიძე, იაგო გოგილაშვილი, ზურა დონდუა
დამდგმელი მხატვარი: მუხრან მახარაძე
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: გიორგი გელაშვილი
MU: რენატა კოსენკო
Light & Grip: ცოტნე ჩხეიძე, კარენ თუმასიან
File manager: ვახტანს გახოკიძე
განათება: გიორგი გოგიტიშვილი
გაფერი: არჩილ სამხარაძე
დოლი: იური პოგოსოვი, ბეჟანი ლალიაშვილი
ხმის დიზაინი: გიორგი ფოფხაძე, მარიამ ნიკოლაიშვილი
მემონტაჟე: თაზო ჯობავა
ფერის კორექცია: თაზო ჯობავა

[R]

6 გზა სამსახურში თქვენი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Change Inspire გაიმართა