in ,

ბავშვები, ჭუჭყიანი ტანსაცმლის გამო, სკოლას აღარ გააცდენენ – Whirlpool-ის უფასო სამრეცხაო

ვიღაცისთვის სუფთა ტანსაცმელი ჩვეულებრივი ამბავია, სხვისთვის კი ის ნამდვილი ფუფუნებაა. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც არათუ სარეცხის მანქანის, არამედ სარეცხი ფხვნილის შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით რთულია სკოლის მოსწავლეებისთვის. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ აშშ-ში, სტატისტიკურად, დღეში 4,000–მდე ბავშვი აცდენს სკოლას იმის გამო, რომ კარადაში სუფთა ტანსაცმელი არ მოეძებნება. ეს, ერთი შეხედვით, პატარა პრობლემა მოუგვარებლობის შემთხვევაში, მომავალში უმუშევრობის პროცენტულ მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის, რადგან ასეთ ბავშვებს უ . ამიტომ, კომპანია Whirlpool–მა გადაწყვიტა, მაქსიმალურად ხელი შეეწყო სკოლის მოსწავლეებისთვის და მათთვის ეს პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაეჭრა.

BOG
BOG

 

კამპანიის ფარგლებში, სკოლებში რამდენიმე სარეცხის მანქანა და საშრობი დაამონტაჟდა. ბავშვებსა და მათ მშობლებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ გასარეცხი ტანსაცმელი სკოლაში მიეტანათ და სარეცხი საშუალებებით ესარგებლათ. თანდათან კამპანიამ სულ უფრო მეტი სკოლა მოიცვა. დაკვირვებებმა კი აჩვენეს, რომ გაცდენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

მართალია, უცნაურია სკოლაში სარეცხის მანქანები და საშრობი, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზულ პრობლემას ამ მარტივმა კამპანიამ თავი კარგად გაართვა და ბავშვები სკოლას სუფთა ტანსაცმლის უქონლობის გამო აღარ აცდენენ.

10 სპორტსმენი, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე მილიონობით ლტოლვილის სათქმელს იტყვის – UNHCR–ის ემოციური ვიდეორგოლი

ყველაზე სწრაფი ინგლისელი მენიჩბეები English Rowing Club-ის რეკლამაში