არსებობს ასეთი მიგნება, მარკეტინგულ ენაზე რომ ვთქვათ, ინსაითი, რომ ან ძაღლი უნდა გყავდეთ ან კატა. კატები ხშირად ზარმაც და ნარცის შინაურ ცხოველად არიან მიჩნეულნი, რომლებსაც სარგებელი არ მოაქვთ. იშვიათად შეხვდებით ოჯახს, ერთდროულად კატაც რომ ჰყავდეს და ძაღლიც.
ეს ინსაითი კარგად დაინახა და გამოიყენა ცნობილმა ბრენდმა Whiskas, რომელიც კატის საკვებს აწარმოებს. მან შეიმუშავა „კატების კონვერტაციის სისტემა“, რომელიც ცხოველის შეფარების პროგრამას გულისხმობს.
კამპანია დაიწყო დაფარული OOH რეკლამებით, ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად ადამიანებში. ის ხვდებოდათ ავტობუსის გაჩერებებზე გამოსახული ბანერითა და QR კოდით, რომელიც გადადის ვებსაიტზე. ეს ვებსაიტი კი იწვევს ადამიანებს კატების შესაფარებლად რამდენიმე კვირით. კამპანიის შემქმნელების აზრით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს კატის დატოვებას.
იმავდროულად, TikTok-ზე Whiskas-მა გამოიყენა “dislike” ალგორითმი, სადაც რაც უფრო მეტი მაყურებელი დაათვალიერებს კატების ვიდეოებს, მით უფრო იზრდება მათი პოტენციური მშვილებლების იდენტიფიცირების შანსი.