in

ჰამბურგერები „თეთრი ციხესიმაგრიდან”, ანუ ამერიკული ბრენდის ისტორია

White Castle სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელია, რომელიც თავის დროზე პოპულარობით მაკდონალდსსაც კი უსწრებდა. White Castle, ასევე, იყო პირველი სწრაფი კვების რესტორანი, რომელმაც მილიარდზე მეტი ბურგერი გაყიდა. ყველას კარგად გვახსოვს კომედიური ჟანრის ფილმი Harold & Kumar, სადაც მთავარი გმირები შორ და თავგადასავლებით სავსე გზაზე მიემართებიან ამ ბურგერების საჭმელად. 

istoriebi
istoriebi

საინტერესოა, როგორ შეიქმნა ეს ბრენდი, რა გზა გაიარა დღევანდელობამდე და ვინ არის მისი დამფუძნებელი?

უოლტ ანდერსონი მზარეული იყო და ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. 1916 წელს მან გადაკეთებულ ტრამვაიმში თავისი პირველი ბიზნესი გახსნა და შეიმუშავა ხორცის მომზადების უნიკალური მეთოდები. კერძოდ, საქონლის ხორცი დაჭრა ოთხკუთხედად, გაუკეთა მცირე ნახვრეტები და შეწვა ისე, რომ ხორცს გადაბრუნება აღარ სჭირდებოდა.

მის მიერ შემოთავაზებული მეორე მეთოდი იყო გრილზე შემწვარი ხახვი, რომელზეც ზემოდან მოათავსა ფუნთუშა. ამგვარად არომატებმა ფუნთუშაშიც შეაღწია.

ანდერსონმა იმდენად კარგად გაართვა თავი წამოწყებას, რომ მეორე და მესამე ლოკაციებიც დაამატა. ამ ადგილების ძიებისას მან გაიცნო უძრავი ქონების აგენტი ედგარ უოლდო „ბილი“ ინგრამი. ისინი გაერთიანდნენ მე-4 რესტორნის გასახსნელად.

ციხესიმაგრის კონცეფცია

სწორედ ახალ ბიზნესპარტნიორთან ერთად დაიწყო მუშაობა ციხესიმაგრის კონცეფციის შექმნაზე. სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა კვების ობიექტისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ამ კონცეფციით მათ ხაზი გაუსვეს ცქრიალა, სრულიად თეთრ რესტორანს, რომელიც მსურველებს სამზარეულოსაც ათვალიერებინებდა და არწმუნებდა მათ, რომ საკვები მზადდებოდა მაღალ სანიტარიულ პირობებში.

1924 წელს მათ შექმნეს კორპორაცია White Castle System of Eating Houses. 1930 წლისთვის კი ისინი დაიყვნენ თორმეტ დიდ ქალაქად შუა დასავლეთში, ასევე, ნიუ-იორკში და ნიუ ჯერსიში. 

1933 წელს ინგრამმა იყიდა ანდერსონის წილი და შტაბ-ბინა კოლუმბუსში, ოჰაიოში გადაიტანა, რათა უფრო ცენტრალიზებული მმართველობა შეექმნა.

მარკეტინგი

როგორც ჩანს, ინგრამს მარკეტინგული ხედვა ჰქონდა, რადგან ის მუდმივად ცდიდა ახალ გზებს თავისი ბრენდისთვის. მაგალითად, როდესაც სწრაფი კვების ობიექტში მომზადებული ხორცის სიჯანსაღის შესახებ აჟიოტაჟი ატყდა, მან დაიქირავა კვების ექსპერტი, რომელიც ქალთა ჯგუფებს ხვდებოდა და ესაუბრებოდა ჰამბურგერის ჯანმრთელობის სარგებლობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ამან გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა, ინგრამი კმაყოფილი მაინც არ იყო. მან დაარწმუნა ბიოქიმიკოსი ჯესი მაკკლენდონი, ჩაეტარებინა სამეცნიერო ექსპერიმენტი საქონლის ხორცით. მაკკლენდონმა დაგეგმა, რომ სუბიექტი ცამეტი კვირის განმავლობაში შეჭამდა მხოლოდ White Castle-ის ჰამბურგერსა და წყალს. მოხალისედ აირჩიეს მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სტუდენტი. ის საშუალოდ დღეში 20-24 ბურგერს ბურგერს მიირთმევდა და ექსპერიმენტის ბოლოს, მისი შემოწმების შემდეგ, დამტკიცდა, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა.

White Castle-ის სხვა ინოვაციები

White Castle-ის დამფუძნებელმა, უოლტ ანდერსონმა, კარგად იცოდა, როგორ ექცია გემო სტანდარტად, რომელსაც ქსელის ყველა ობიექტში ერთნაირი გემო ექნებოდა. მან ასევე მოამზადა რეცეპტების სახელმძღვანელო და გზამკვლევი თანამშრომლების სისუფთავისა და გარეგნობის შესახებ.

თავის მხრივ, ბიზნესზე ორიენტირებულმა ინგრამმა იზრუნა ახალი საცხობების, ხორცის მიწოდების ქარხნებისა და საწყობების დაარსებაზე. მან ასევე დააარსა შვილობილი კომპანია Paperlyn, რათა უზრუნველეყო იმ ქაღალდის მარაგი, რომელსაც იყენებენ სწრაფი კვების რესტორნები. ამ ინოვაციამაც გაამართლა, რადგან Paperlynen-ის წარმოებულ ქაღალდს რესტორნები მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. მხოლოდ 1955 წელს მან 42 მილიონზე მეტი ქაღალდის ქუდი დაამზადა მრავალი სხვადასხვა კომპანიის სამზარეულოს პერსონალისთვის.

White Castle-ს კიდევ ერთი წვლილი მიუძღვის ზოგადად სწრაფი კვებისა და ჰამბურგერების ინდუსტრიაში. კერძოდ, მისი მარკეტინგის წყალობით, მაისის თვე ახლა ჰამბურგერის ეროვნულ თვედ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება 1992 წელს White Castle-მა წამოიწყო, მას ჰამბურგერების ყველა რესტორანი აღნიშნავს.

დღესდღეობით White Castle Management Company-ს ბილი ინგრამის შთამომავლები მართავენ. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შემეცნებითი-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „პაიდეია” მოქალაქეებს სხვადასხვა აქტივობას სრულიად უფასოდ სთავაზობს

UPCO დეველოპმენტი – ახალი სიტყვა ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში!