3
Jan
2020

დაასვენეთ თვალები! ანუ როგორია, რეკლამაში $10,000 დახარჯო და არაფერი განათავსო?

3 Jan 2020



იყიდო სარეკლამო ადგილი და არაფერი განათავსო? ასე ვინ იქცევა? როგორც წესი, საახალწლოდ, ყველაფერი რეკლამითაა ხოლმე აჭრელებული. Wunder – ამ პატარა სააგენტომ გადაწყვიტა საზოგადოება რეკლამისგან ცოტა ხნით დაესვენებინა. ამ მიზნით, სააგენტომ $10,000 დახარჯა რეკლამაში, თუმცა, ყველგან უბრალოდ, თეთრი ფონი განათავსა. ასეთია რეკლამის თეთრი შობა Wunder-ისთვის. საინტერესოა ისიც, რომ Wunder შედარებით ახალი სააგენტოა. ის ორი მმართველისგან შედგება. დამფუძნებლები სტეფენ ფლინი და მაიკ პოსტმა არიან. იდეაც სწორედ მათ მოუვიდათ, როდესაც სააგენტოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, კამპანიის წამოწყებაზე ფიქრობდნენ.

 

მათ შეიძინეს ბილბორდების, ავტობუსების ფასადისა და საგაზეთო განთავსებები, ასევე, ინსტაგრამის რეკლამა, Youtube-ის პრეროლი და ფეისბუკის რეკლამა. ყველგან თეთრი ფონი განათავსეს. კამპანიის ფარგლებში, რადიო რეკლამაც სცადეს, სადაც 10-15 წამის განმავლობაში სრული სიჩუმე იქნებოდა. თუმცა, რაკი უკუკავშირი არაერთგვაროვანი იყო, დაამატეს მოკლე ტექსტი, სადაც მსმენელებს ამ პაუზის მნიშვნელობას უხსნიდნენ.

განხილვა