in

თეთრი ხმაური – 2020 წლის ყველაზე ხშირად მოსმენადი მელოდია

veon
veon

მღელვარებით და უარყოფითი ენერგიით სავსე წელს, ყველაზე მეტად გვჭირდებოდა შინაგანი სიმშვიდის მოპოვება, თუნდაც იმისათვის, რომ უბრალოდ რამდენიმე საათით დაგვეძინა. სტრესის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მასთან ბრძოლის საშუალებებისადმი მოთხოვნილებაც, მაგალითად, “ციური თეთრი ხმაური” ადამიანთა ნაწილისთვის ყველაზე ხშირად მოსმენად “მელოდიად” იქცა.

ვაშინგტონში მცხოვრები 27 წლის გოგონა, მაია მონტოია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სამსახურის დაკარგვის შემდეგ ციური თეთრი ხმაურის სმენა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამან ერთგვარი რუტინული სახე მიიღო, მონტოია გაოგნებული დარცა, როდესაც თეთრი ხმაური მისი Spotify Wrapped-ის ჩარტის სათავეში იხილა. მან სქრინშოთი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და როგორც აღმოჩნდა, ის მარტო არ ყოფილა – “უამრავმა ადამიანმა მომწერა, რომ თავადაც ეს შედეგი მიიღეს. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, რადგან ერთადერთი არ ვყოფილვარ, ვისაც თეთრი ხმაური დაძინებაში ეხმარება.”

Spotify-მ ბევრი მომხმარებელი რეალობის წინაშე დააყენა და სტრესთან გამკლავების ციური თეთრი ხამურისეული გზა წარუდგინა.

 

ვირტუალური საახალწლო ღონისძიებები მთელი მსოფლიოდან

საქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა