in

White Powder® Hard Seltzer – გაზირებული, ალკოჰოლური სასმელი ხილის არომატით

ვიცით, მოგენატრათ მეგობრებთან შეხვედრა, ემოციების გაზიარება და ახალი ისტორიები. სწორედ ამიტომ, თავისუფალი, სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის ახალი კატეგორია ჰარდ ზელცერი გამოჩნდა – White Powder® Hard Seltzer – გაზირებული, ალკოჰოლური სასმელი ხილის არომატით.

კომპანია „წყალმა მარგებელმა“ და RAUCH-მა ახალი კატეგორიის პროდუქციის წარმოება საქართველოში, სოფელ ნაბეღლავში, დაიწყო.

ჰარდ ზელცერ კატეგორიამ ამერიკის კონტინენტი უკვე დაიპყრო. საქართველოში კი White Powder® ალუმინის ქილის (330 მლ) შეფუთვით გამოჩნდა. მისი შეძენა მიქს-შეფუთვითაცაა შესაძლებელი – ნაკრებში 12 ქილა – გრეიპფრუტის, მანგოს, ჟოლოსა და ალუბლის არომატები ერთიანდება.

White Powder® გამჭვირვალე, კრისტალურად სუფთა პროდუქტია ხილის არომატით, მხოლოდ  99 კკალ-ით, 1გ შაქრით, გლუტენის გარეშე და ალკოჰოლის 5%-იანი შემცველობით.  სასმლის შემადგენლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლი გემოსა და სუნის გარეშე, რაც კატეგორიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქისა და სიჯანსაღის განმსაზღვრელია.

ბრენდის იდენტობა მაქსიმალურად ერგება კავკასიის რეგიონსა და პროდუქტის შინაარსს.  ფრირაიდი, მწვერვალები, თოვლი – თავისუფლების, ახალი სიმაღლეების დაპყრობისა და სიგრილის ეს სინთეზი White Powder®-ს ნებისმიერი სეზონისთვის აქტუალურ პროდუქტად აქცევს.

White powder® პრემიუმ პროდუქტია სოციალურად აქტიური ადამიანებისთვის; მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეგობრებთან გაზიარებული მომენტები და თავგადასავლები.

White Powder® Hard Seltzer ს.ს „წყალი მარგებლის“ ქარხანაში იწარმოება. კომპანია 20 წელზე მეტია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ წარმოების სათავეშია. 2017 წლიდან კი „წყალი მარგებელი“ ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „რაუხის“, პარტნიორია.

ENJOY RESPONSIBLY

 

[R]

მომავლის სახლები – ჩარლზ შრიდესა და Motorola-ს ხედვით შექმნილი ვიზუალები

BMW-ს მომავლის ხედვა – კომპანიამ ელექტრო სკუტერი წარადგინა!