in

ვინ შეაფასებს სარეკლამო ფესტივალის White Square ნამუშევრებს?

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის White Square ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია. ღონისძიება მინსკში, 17-19 აპრილს იგეგმება. ფესტივალზე 1000-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, 30-ზე მეტი ქვეყნიდან. White Square თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის საუკეთესო ნამუშევრებს შვიდ ძირითად კატეგორიაში შეაფასება: Creativity, Branding, Marketing and Creative Effectiveness, Digital, Media, Social ad. ნამუშევრებს შეაფასებენ საერთაშორისო საკომუნიკაციო სააგენტოებიდან მოწვეული ჟიურის წევრები. მათ შორის იქნება ქართული სააგენტოს Leavingstone ციფრული რეკლამირების მიმართულების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე, რომელიც ნამუშევრებს ციფრულ კატეგორიაში შეაფასებს. White Square-ზე, სპიკერის რანგში, მიწვეულია Leavingstone-ის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძეც. ნახეთ White Square-ის ჟიურის წევრების სრული სია.

შეგახსენებთ, განაცხადების შეტანა ფესტივალზე უკვე დაწყებულია და მისი გაგზავნა ვებგვერდიდან adfest.by არის შესაძლებელი.

“ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს” – დედების დღის კამპანია

Queen “ოსკარის” დაჯილდოებაზე დაუკრავს