in

სარეკლამო ფესტივალის WHITE SQUARE გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალმა White Square გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალი, 17-19 აპრილს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა. კონკურსზე მონაწილეობა მიიღეს სააგენტოებმა 32 ქვეყნიდან. საერთო ჯამში, White Square-ზე 1019 განაცხადი იყო შეტანილი. White Square შვიდ კატეგორიაში ჩატარდა: კრეატივი, ბრენდინგი, მარკეტინგი, კრეატიული ეფექტიანობა, ციფრული კამპანია, სოციალური კამპანია და მედია. ნამუშევრების შესაფასებლად, მიიწვიეს ჟიურის 62 წევრი საერთაშორისო სააგენტოებიდან, რომლებსაც მოპოვებული აქვთ Cannes Lions-ისა და სხვა ფესტივალების არაერთი ჯილდო.

გამარჯვებულებს შორის არიან ქართული სააგენტოები. Redberry-მ, წელს, White Square-ზე 13 ჯილდო აიღო, მათ შორის, 9 ოქრო და 4 ვერცხლი. ლივინგსტონმა მოიპოვა 2 ბრინჯაო და დამატებით 2 მოკლე სიაშიც მოხვდა, კამპანიებისთვის Coming Out, Working Dead და A Beer Called Goal.

White Square-დან პრინტ კრაფტის ბრინჯაო წამოიღო სააგენტო ABK-მ. ABK ამავე კატეგორიის სხვა ქვეკატეგორიის მოკლე სიაშიც მოხვდა.

White Square-ს შედეგების სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

„დავთმეთ მოჩვენებითი კონტროლი“ – როგორ მუშაობს ეჯაილი თიბისიში

“შავი პომიდორი” – ანუ ამბავი ქუთაისურ ჰოსტელზე, რომელსაც ორი გოგო თბილისიდან მართავს