in

“გამარჯვების დროა!” – 15-17 აპრილს სარეკლამო ფესტივალი White Square გაიმართება

დრო იცვლება და მუდმივად გვიგზავნის გამოწვევებს. ინფორმაციული ომი მიმართულია მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისკენ და საამისოდ ყველა საკომუნიკაციო არხს იყენებს. ეს კი მარკეტერებსა და კრეატორებს თავსატეხს უჩენს. რა უნდა მოიმოქმედონ ბრენდებმა, რომ მათი კომუნიკაცია იყოს ეფექტური და შემოქმედებითი? რა ინსტრუმენტები და მიდგომები გამოადგებათ სამომავლოდ? ამაში გარკვევის დრო სწორედ ახლაა და ახლა გამარჯვების დროა!

“გამარჯვების დროა” – სწორედ ეს იქნება წლევანდელი White Square-ის მთავარი გზავნილი. სარეკლამო ფესტივალი ევროპულ კრეატიულ სეზონს მინსკში, 15-17 აპრილს გახსნის. საინფორმაციო ტექნოლოგიები, უდავოდ, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ბელარუსის დედაქალაქიც მზადაა გახდეს ცენტრი IT სტარტაპებისთვის, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Atomico-ს წინაშე წარდგებიან.

რაც შეეხება თავად საკომუნიკაციო ინდუსტრიას, მინსკში 1000-ზე მეტი ნამუშევარი და 700-ზე მეტი დელეგატი მოიყრის თავს, 30 ქვეყნიდან. 15-17 აპრილს, მინსკი კრეატიული ინდუსტრიის ტრენდების, შთაგონებისა და ზეიმის ცენტრად იქცევა.

აქ შეიკრიბებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დიზაინ სტუდიები, პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფესტივალის საკონკურსო ნაწილი უკვე ღიაა მონაწილეთათვის და განაცხადების გაგზავნა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე adfest.by. ვადა 27 მარტამდეა.

განაცხადები მიიღება კონკურსის 7 კატეგორიაში: კრეატივი, ბრენდინგი, მარკეტინგი, ციფრული, კრეატიული ეფექტიანობა, მედია, ცვლილებები უკეთესობისკენ. მათ შეაფასება საერთაშორისო ჟიურის 6 გუნდი, პროფესიონალები, რომლებსაც მიღებული აქვთ ჯილდოები კანის ლომების ფესტივალსა და სხვა დაჯილდოებებზე.

წარმოგიდგენთ ნაწილს ჟიურის წლევანდელი შემადგენლობიდან:

საკონკურსო ნაწილის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამაც, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. 15-17 აპრილს დელეგატებს შეეძლებათ დაესწრონ მასტერკლასებს, ლექციებს, პრეზენტაციებსა და სადისკუსიო პანელებს. ასევე, გაერთონ და გაიცნონ ახალი ადამიანები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს adfest.by. მონაწილეობის მისაღებად, დაუკავშირდით ბელარუსის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციას. საგანმანათლებლო ნაწილში მონაწილეობისთვის კი, მიმართეთ ამ ელექტრონული ფოსტით: [email protected].

„სამსუნგის“ ახალი დასაკეცი სმარტფონი, სავარაუდოდ, Motorola Razr-ის მსგავსი იქნება

იაპონელებმა მატარებლები სავარჯიშო დარბაზებად აქციეს