27
Mar
2019

სარეკლამო ფესტივალის White Square დედლაინამდე ორი კვირა რჩება

27 Mar 2019

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square განაცხადების შეტანის ვადა 2 კვირაში იწურება. 19 აპრილს კი უკვე გამოვლინდებიან 2019 წლის სეზონის გამარჯვებული სარეკლამო სააგენტოები.

ფესტივალზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ და მხოლოდ უკვე განხორციელებულ პროექტებს შეუძლიათ. განაცხადებს 25 ქვეყნიდან მოწვეული აღიარებული ექსპერტები 6 კატეგორიაში განიხილავენ.

უკვე მიღებული განაცხადები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე adfest.by, სადაც ასევე შეგიძლიათ განაცხადის შეტანა მომავალი 2 კვირის განმავლობაში. კომუნიკაციები, მარკეტინგი, მედია სააგენტოები, ციფრული და დიზაინ სტუდიები და სხვა ამგვარი ტიპის კომპანიები არის ის სეგმენტი, ვისთვისაც ტარდება აღნიშნული ფესტივალი.

განაცხადის შეტანისთვის 3 საფეხურის გავლაა საჭირო: 1 – adfest.by-ზე დარეგისტრირება, 2 – შესაფერისი კონკურსისა და ნომინაციის მონიშვნა, 3 – განაცხადის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა.

კონკურსი მონაწილეობის მისაღებად ბონუსს აწესებს, კერძოდ, იგი გამარჯვებულ სააგენტოებსა და განაცხადებს მასშტაბურ პოპულარიზაციას გაუწევს ისეთ მედიებში, როგორებიც არიან: adforum.com, marketingdirecto.com, delfi.lt, iqads.ro, marketingtribune.nl და სხვ.

სარეკლამო ფესტივალი White Square 17-19 აპრილს მინსკში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორმა – ბელარუსის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სააგენტოთა ასოციაციამ მოამზადა ვრცელი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც 70-მდე მასტერკლასს, ისე ლექციებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კრეატივი, ბრენდინგი, მარკეტინგი და სხვ.

განხილვა