15
Mar
2019

რა გელით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square?

15 Mar 2019

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი White Square მინსკში 17-19 აპრილს გაიმართება. ფესტივალის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოები 30-ზე მეტი ქვეყნიდან. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია “Your Moment is Now!” (“ახლა შენი მომენტია!”), ხოლო თავად ღონისძიებაზე თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებსა და თავისებურებებზე, მოცემული შესაძლებლობების გამოყენებაზე გამახვილდება ყურადღება. ფესტივალის პროგრამის სრულად ნახვა ვებგვერდზე adfest.by შეგიძლიათ.

mBank QR
mBank QR

მოწვეული არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც, საერთო ჯამში, პრესტიჟული ფესტივალების Cannes Lions-ის, D&AD-სა და Effie-ის 200-ზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული. სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობის გარდა, ფესტივალის მონაწილეებს პროფესიონალების გაცნობისა და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემათ.
შეგახსენებთ, მინსკში ჩასვლა უვიზოდ არის შესაძლებელი.

ფესტივალზე სრული საშვის საფასური, 23 მარტამდე, იქნება 290 ევრო + დღგ, 23 მარტის შემდეგ კი, 210 ევრო + დღგ.

White Square-ზე განაცხადების შეტანა 29 მარტამდეა შესაძლებელი, ვებგვერდზე adfest.by. ფესტივალი გამარჯვებულებს 7 ძირითად კატეგორიაში გამოავლენს. ნამუშევრებს ჟიურის წევრების 6 გუნდი შეაფასებს.

შეგახსენებთ, წელს, White Square-ის ჟიურის წევრებს შორის იქნება Leavingstone-ის ციფრული რეკლამირების მიმართულების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე, ხოლო თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე ფესტივალზე სპიკერადაა მიწვეული.

განხილვა