23
Apr
2018

5 ოქრო „მფრინავ ჰამაკს“ – ქართული სააგენტოები საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square

23 Apr 2018

19-21 აპრილს, მინსკში, მეათედ გაიმართა საერთაშორისო სარეკლამო და მარკეტინგული ფესტივალი WHITE SQUARE, სადაც ქართულმა სააგენტოებმა: Leavingstone, ABK და BRID სხვადასხვა კატეგორიაში ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და შორტლისტში მოხვედრა დაიმსახურეს.

სარეკლამო სააგენტო Leavingstone-მა კომპანია „ნატახტარისთვის“ შექმნილი „მფრინავი ჰამაკით“ – Flying Hammock კატეგორიის (CREATIVITY, MARKETING, DIGITAL) 5 სხვადასხვა ქვეკატეგორიაში 5 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა:

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=Q7IuxJl9NAw[/embedyt]
კატეგორია Creativity – 2 ოქრო და 1 ვერცხლი
Outdoor;
Integrated Viral Campaign (ვირუსული კამპანია);
Integrated Product / brand launch campaign (პროდუქტის ჩაშვების კამპანია) – ვერცხლი.

კატეგორია Marketing – 2 ოქრო
PR – Digital and social (ციფრული და სოციალური);
Media – Guerilla marketing (პარტიზანული მარკეტინგი).

კატეგორია Digital – ოქრო 
ვირუსული კამპანია Viral campaign.

სააგენტო ABK-მ, PRINT ნამუშევრით, Grape ბრინჯაო მოიპოვა კატეგორია Social Ad-ის ქვეკატეგორიაში Socially-oriented print (სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული პრინტი).და ამავე კატეგორიის შორტლისტში მოხვდა ნამუშევრით – Music Piracy.

რაც შეეხება სააგენტო BRID-სსაკუთარი ნამუშევრითV13მოხვდა BRANDING-ის ქვეკატეგორია Brand environment & experience design-ის შორტლისტში.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=RIXnLrSV2JM[/embedyt]

ფესტივალის ორგანიზატორი არის ბელარუსის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ასოციაცია ACMA. ფესტივალის დირექტორატი არის საკომუნიკაციო სააგენტო White Karrrona

განხილვა