in

სარეკლამო ფესტივალ White Square 2020-ის ჟიურის ვინაობა ცნობილია!

სარეკლამო ფესტივალ White Square-ზე, ნამუშევრებს ჟიურის რამდენიმე გუნდი შეაფასებს. მათ შორის, ქართული კრეატიული ინდუსტრიის ორი წარმომადგენელია – Redberry-ის კრეატივ დირექტორი – Tokareshka, კრეატივის კატეგორიაში და Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი ბექა ადამაშვილი, ციფრულ კატეგორიაში. საერთო ჯამში, ჟიური ნამუშევრებს შეაფასებს ექვს კატეგორიაში: Creative, Branding, Marketing, Media, Digital, Change for good.

White Square 15-17 აპრილს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. ფესტივალი გააერთიანებს სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს 30 ქვეყნიდან და მისი სლოგანი იქნება “გამარჯვების დროა!”. ფესტივალის საკონკურსო ნაწილში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სააგენტოებს. ნამუშევრებს კი, 6 კატეგორიაში, ჟიურის სხვადასხვა გუნდი შეაფასებს, რომლებიც სფეროს პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. წელს, White Square მეთორმეტედ გაიმართება. ის მოიცავს ბიზნეს, კულტურულ და გასართობ პროგრამებს. საერთო ჯამში, ჩატარდება 70 მასტერ-კლასი, ლექცია, პრეზენტაცია და სადისკუსიო პანელი. კრეატორები ისაუბრებენ კომუნიკაციაზე, მარკეტინგზე, ბრენდინგზე, ციფრულ და სხვა სფეროებზე. ფესტივალის შესახებ, დეტალური ინფორმაცია White Square-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ: adfest.by.

როცა 84-ის ხარ, მაგრამ თან ოფიციალურად, 21-ის გახდი – Aviation Gin-ის კამპანია

პირველი სმარტფონი, რომელსაც 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს