in

„თეთრი კვადრატი“ თეთრი ფურცლიდან – როგორ ქმნიდა JWT Metro „m² ჯგუფის“ ახალ ბრენდს

თეთრი კვადრატი“ – ეს არის m² ჯგუფის ახალი დეველოპერული მიმართულება, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს გვთავაზობს იმისთვის, რომ „ცხოვრება თეთრი ფურცლიდან დავიწყოთ“. თუმცა მანამდე, ასეთივე თეთრი ფურცლიდან დავიწყებთ მოყოლას იმ სამთვიანი მუშაობის პროცესზე, რომლის შედეგადაც, ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა და ვიზუალური იდენტობა შეიქმნა.

შორენა დარჩიაშვილი, „თეთრი კვადრატი“, CEO: „ჩვენთვის ძალიან სენსიტიური იყო, თუ ვინ იმუშავებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ამოცანაზე – m2 ჯგუფის ახალი დეველოპერული ხაზისთვის ახალი ბრენდის პლატფორმის შექმნაზე.

სააგენტოს რთული დავალება ჰქონდა, „თეთრი კვადრატის“ ბრენდის პლატფორმაში ერთდროულად მოექცია, შედარებით უფრო, კონსერვატული m2 ჯგუფის 10 წლიანი გამოცდილება და ახალი ბრენდის თანამედროვე და შემოქმედებითი სული.

სხვადასხვა პროექტზე მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, „თეთრი კვადრატის“ ბრენდის პლატფორმის შექმნა JWT Metro-სთვის მიგვენდო“.„უნდა შეგვექმნა m² ჯგუფის ახალი, თვითმყოფადი ბრენდი, რომელიც დეველოპერულ ბაზარზე ახალ პროდუქტს – თეთრი რემონტი – შემოიტანდა და ხაზს მის უპირატესობას გაუსვამდა. ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება სწორედ ამ პროდუქტის მახასიათებლებსა და შინაარსს დავაფუძნეთ. საბოლოოდ, მივიღეთ, რომ „თეთრი კვადრატი“ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობაა, რაც მშვენიერია“, –  გვიხსნის ქეთი ორაგველიძე, JWT Metro-ს სტრატეგი.

შორენა დარჩიაშვილი, „თეთრი კვადრატი“, CEO: „თეთრი კვადრატის“ მისიაა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გახდეს შესაძლებელი m² ჯგუფის წევრ კომპანიაში ბინის შეძენა. სწორედ ამიტომ, ეს ბრენდი არის ხელმისაწვდომი გზა ახალი ცხოვრების მოსაწყობად. ამის საშუალებას კი მომხმარებლებს ჩვენი ახალი პროდუქტის, თეთრი რემონტის საშუალებით ვაძლევთ, რაც გულისხმობს, რომ ჩაბარებისას მობინადრეს ბინა კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობაში დახვდება და რემონტის დასასრულებლად, დაახლოებით, 10 დღე დასჭირდება.

სურვილის შემთხვევაში, რემონტის გაკეთებას მარტივად, თავადაც შეძლებს, მით უფრო, რომ ამაში ჩვენც დავეხმარებით: „თეთრი კვადრატის“ ყველა მობინადრეს საჩუქრად გადაეცემა ბინის ინტერიერის დიზაინი, ასევე, მოვამარაგებთ რჩევებითა და სემინარებით, თუ როგორ გაარემონტონ და მოაწყონ საკუთარი ბინა თავად ისე, რომ ამ შემოქმედებითი პროცესით სიამოვნება მიიღონ“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომი არჩევანი“ ბრენდის ვიზუალურ ნაწილშიც აისახა, ანუ შინაარსი ფორმითაც გამოხატეს და ამაზე გიორგი ქვლივიძე, JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი ჰყვება: „გადავწყვიტეთ, რომ აიდენტიკა რაც შეიძლება მსუბუქი და ადვილად გასაგები გაგვეკეთებინა. ლოგოტიპი, რომელიც ერთი მხრივ, ქართული ასო „თ-ა“, ამავდროულად, ბინის ყველაზე მარტივ ფორმას, იზომეტრიულ სკეჩს წარმოადგენს. ბრენდინგის ჭრელი პალიტრა კი, ე.წ. გასაფერადებლის მოტივი, რომელიც მკაცრ გეომეტრიულ ფორმებთან ერთად საერთო ხასიათს ქმნის – „თეთრი კვარდატის“ მთავარ მიდგომას გადმოსცემს – მეტი თავისუფლება, ბინის მოსაწყობად, მომხმარებლისთვის“.

სააგენტოს წევრები აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა, ბრენდინგზე მუშაობისას, გაჯერებული სამშენებლო ბაზრიდან სათანადო დიფერენცირების წერტილის მოძებნა გახდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, „გასაფერადებლის“ ვიზუალურ იდენტობაში ისე შემოტანა, რომ ბრენდს ინფანტილური ხასიათი არ მიეღო, მაგრამ სილაღე და სიმარტივე გადმოეცა.

ნამუშევარზე საბოლოო ვერდიქტი ჩვენმა მკითხველმა გამოიტანოს. თქვენი აზრით, ამოცანა როგორ შესრულდა? კომენტარების თეთრ ველში გელით!

კრედიტები
საანგენტო: JWT Metro
კლიენტი: თეთრი კვადრატი

პროექტის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია
სტრატეგი: ქეთი ორაგველიძე

კრეატიული დირექტორი: გიორგი ქვლივიძე
ლიდ დიზაინერი: ნინუკა ცინცაძე,
დიზაინი: სანდრო ლალიაშვილი, ხატია არველაძე
კოპირაიტერი: მარიკა დიდმანიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი

„საქართველოს ბანკმა“, მომხმარებლისათვის, „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება