23
Jan
2019

სარეკლამო ფესტივალს WHITE SQUARE ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს

23 Jan 2019

კრეატივის, კომუნიკაციისა და მარკეტინგის საერთაშორისო ფესტივალმა WHITE SQUARE, 2019 წლის სეზონისთვის, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ორგანიზატორები წელს, 1000-ზე მეტ ნამუშევარს ელიან, 30 ქვეყნიდან.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, გასული წელი განსაკუთრებული იყო. WHITE SQUARE-ს ათი წელი შეუსრულდა. დაგროვილმა გამოცდილებამ ორგანიზატორებს სიახლისკენ უბიძგა, ამიტომ გადაწყვიტეს ფესტივალისთვის განახლებული ვიზუალური იდენტობა შეეძინათ. განახლებულ ვიზუალზე სააგენტომ Tomatdesign იზრუნა.

თეთრი ფერი ფესტივალის დასახელების სიმბოლოა და შემოქმედებით პროცესში იდეის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამას გარდა, ფესტივალის კონცეფციას კლასიკოს მხატვარ ავანგარდისტს, კაზიმირ მალევიჩს, უკავშირებენ, რომელიც ავტორია ცნობილი ტილოსი “შავი კვადრატი”.

ფესტივალი, წელს მეთერთმეტედ გაიმართება მინსკში, 17-19 აპრილს. განაცხადის გასაგზავნად და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს adfest.by.

განხილვა